ვერა ქობალიას დის ზღაპრული ქორწილი იტალიაში - ნინა ქობალია ცნობილ ჟურნალისტს გაჰყვა ცოლად - Marao

ვერა ქობალიას დის ზღაპრული ქორწილი იტალიაში - ნინა ქობალია ცნობილ ჟურნალისტს გაჰყვა ცოლად

2016-10-14 14:44:31+04:00

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია უკვე რამდენიმე თვეა, ინდონეზიაში ცხოვრობს და მუშაობს. ყოფილი მინისტრი ინდონეზიის ხელისუფლების მრჩეველია ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.

ცოტა ხნის წინ ქობალიების ოჯახმა ვერას უმცროსი დის, ნინა ქობალიას ქორწილი აღნიშნა. 29 წლის ნინა ქობალია იტალიელ ჟურნალისტს, უმბერტო ბაჩის გაჰყვა ცოლად. უმბერტო Reuters-ში მუშაობს და უცხოეთის ამბების საკმაოდ ცნობილი რეპორტიორია. რაც შეეხება ნინას, ის წლების მანძილზე ლონდონში მოღვაწეობდა, ასევე, ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი გახლავთ. უმცროს ქობალიას აქვს ფეშენ-ბლოგი, სახელწოდებით NONCHALANT.

ნინამ და უმბერტომ დაახლოებით სამი თვის წინ იქორწინეს იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პიაცენზაში. ჯვრისწერისა და ხელმოწერის ცერემონია კათოლიკური წესების სრული დაცვით ჩატარდა ადგილობრივ ეკლესიაში, შემდეგ კი წყვილმა და სტუმრებმა ძველებურ იტალიურ ვილაში გადაინაცვლეს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები