ვიღაცისთვის კულინარია ჰობია, ვიღაცისთვის _ აუცილებლობა, ვიღაცისთვის ღამის კოშმარი. სამზარეულოში შეცდომას ყველას მოსდის. რადგან, შეიძლება ვერ მიხვდეთ, რომ კონკრეტული პროცესი სხვანაირად შეიძლება გაკეთდეს. გამოასწორეთ სამზარეულოში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
1. აუცილებლად გარეცხეთ ბრინჯი მოხარშვამდე, იმდენჯერ გაავლეთ წყალი, სანამ გამჭვირვალე არ გახდება და ნახავთ, რომ ბრინჯი გაცილებით გემრიელი გამოგივათ.

2. კარაქი კი არ დაჭრათ, მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

3. თუ კერძისთვის ხახვი და ნიორი გაქვთ მოსათუში, ტაფაზე ჯერ ხახვი დაყარეთ, როცა დარბილდება ნიორი მერე დაუმატეთ.

4. თუ კერძი ტაფაზე უნდა მოამზადოთ და გსურთ, გემრიელი გამოგივიდეთ, ნუ გადატვირთავთ მას, მიეცით პროდუქტებს თავისუფლება და ადვილად "მოძრაობის" საშუალება.

5. თუ კერძს (ნამცხვარს) რეცეპტის მიხედვით ამზადებთ, პირველ ჯერზე ფანტაზიას ნუ მიმართავთ, რეპეტით იხელმძღვანელეთ.

6. ინგრედიენტების დამატებისას დარწმუნდით, რომ დოზირება ზუსტად გაქვთ დაცული. პროპორციების სიზუსტე მნიშვნელოვანია და ამაში კერშის დაგემოვნებისას დარწმუნდებით.

7. თუ რეცეპტი ინტერნეტში იპოვეთ, სანამ მოამზადებთ, კომენტარებს გაეცანით, სხვა საიტზეც მოძებნეთ მსგავსი რეცეპტი, რადგან ის დესერტი, კერძი მიიღოთ, რაც ფოტოზე გამოსახული.

8. ნუ შეგეშინდებათ სანელებლების გამოყენების.

9. თუ მთელ სანელებლებს იყენებთ, ისეთებს, როგორიც ძირა ან ქინძის თესლია, თავდაპირველად ტაფაზე გააცხელეთ და მერე დაუმატეთ კერძში, ასე უკეთ იგრძნობთ სანელებლების არომატს.

10. მარილი და პილპილი დაუმატეთ კერძს მომზადებისას, რადგან ინგრედიენტები გაგემრიელდეს. და არა ქვაბის გამორთვისას.

11. ბროკოლსა და პარკოსნებს ფაფასავით ნუ ჩახარშავთ, ბოსტენეული რაც უფრო შეინარჩუნებს ფერსა და ფორმას, მით მიმზიდველი იქნება კერძი.

12. არ დაუმატოთ წყალში ზეთი, რომელშიც მაკარონი უნდა მოხარშოთ, საერთოდ ვინ გაავრცელა ასეთი ჭორი? კარგად მოაყარეთ მარილი წყალს.

13. მიკროტალღურ ღუმელში ან გაზქურაში კარტოფილი კანიანად გამოაცხვეთ, არომატს მეტად შეინარჩუნებს.

14. თუ ტორტზე მინანქრით ხატვა გაქვთ გადაწყვეტილი, დარწმუნდით, რომ ის კარგად გაცივდა და შემდეგ შეუდექით საქმეს.

15. ნუ ადუღებთ ბრიუსელის კომბოსტოს. იმისათვის, რომ ცუდი სუნი მოაშოროთ, შუაში გაჭერით და ზეითუნის ზეთში ნიორთან ერთად მოხრაკეთ.

იმედი გვაქვს, სასურველ რჩევებს მიაგენით. გახსოვდეთ, კულინარია სასიამოვნო და მარტივი საქმიანობაა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ.