თუ ყვავილების მიწას ამ მარტივი სასუქით გაანოყიერებთ, მცენარეები ელვის სისწრაფით გაიხარებენ - Marao

თუ ყვავილების მიწას ამ მარტივი სასუქით გაანოყიერებთ, მცენარეები ელვის სისწრაფით გაიხარებენ

2017-09-21 11:31:08+04:00

ნებისმიერი ოთახის ყვავილი საჭიროებს სასუქის შეტანას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტატიურ პერიოდში. თუ გსურთ, მცენარემ ყვავილობა ცივ ამინდშიც შეძლოს, მარტივი სასუქის რეცეპტი მოამზადეთ.

დაგჭირდებათ:

10 გრამი დაპრესილი საფუარი;

10 სადილის კოვზი შაქარი;

1 ლიტრი თბილი წყალი.

дрожжи для комнатных растений

საფუარი წყალში გახსენით, დაუმატეთ შაქარი, კარგად მოურიეთ და მინიმუმ 2 საათი გააჩერეთ.

მიღებული ნარევი გააზავეთ წყალში პროპორციით 1:5

დაასხით ყვავილებს თვეში ერთხელ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და 10 დღეში ერთხელ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

საფუარს მცენარეების ზრდისა და ყვავილობისთვის პროფესიონალი მებაღე-მეყვავილეებიც იყენებენ.