"დიდი ზომით დაწყებული, ჰარვარდის დიპლომით დამთავრებული" - ასეთი უნდა იყოს მომღერლის იდეალური მამაკაცი.
ექსცენტრიულმა მომღერალმა საჯაროდ განაცხადა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მისი ოცნების მამაკაცი და განმარტა, რატომ არ სურს ჰქონდეს საკუთარი სახლი.
"დიდი ზომით დაწყებული, ჰარვარდის დიპლომით დამთავრებული" - ასეთი უნდა იყოს მომღერლის იდეალური მამაკაცი.
"თვითდაჯერებულობა და ღვთით ბოძებული ნიჭი, ასევე იმის უნარი, რომ გადალახოს ყოველგვარი წინააღმდეგობა სიყვარულში" - დასძინა ლედი გაგამ.
სხვა პუნქტების არ ვიცით, მაგრამ მომღერლის დღევანდელ მამაკაცს, ტეილორ კინის ჰარვარდში არ უსწავლია, აღნიშნა ყოველკვირეულმა გამოცემა sun-მა, იკვლევდა რა ლედი გაგას გემოვნებას მამაკაცების დარგში.
რაც უნდა იდიალურად მიიჩნევდეს დღევანდელ პარტნიორს, ლედი გაგა სერიოზული ცვლილებებისთვის ჯერ მზად არ არის და ამბობს: "ჯერ მზად არ ვარ სახლის საყიდლად. ეს ხომ იგივეა, რომ ოჯახი გქონდეს?! სახლი - ეს ვალდებულებებია, რაც არანაირად არ მომწონს... ძალიან მიყვარს მშობლებთან ერთად ყოფნა, მაგრამ საშინლად მეშინია ოჯახური სითბოსი.
ჯერ მხოლოდ 25-ის ვარ და სახლის ყიდვას არ ვაპირებ, რამდენდაც ეს უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ.
ხშირად ჩემი მეგობარი გოგოს, ბოს სახლში მძინავს. როცა მასთან ვრჩები, ბო თავის ბოიფრენდს დივანზე დასაძინებლად გაუძახებს ხოლმე. ხან ძალიან მხიარული დღეებს ვატარებთ სამივე - არ გვძინავს და ღამეებს ფილმების ყურებაში ვატარებთ." - გაანდო მკითხველს ლედი გაგამ.
და კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ლედი გაგას უკავშირდება. ცნობილმა ფოტოგრაფმა, ტერი რიჩარდსონმა ბოლო 9 თვის განმავლობაში ვარსკვლავის 100 ათასზე მეტი ფოტო გადაიღო. 450 ყველაზე გამორჩეული ფოტო შევიდა ძვირფას სქელყდიან ალბომში სახელწოდებით - Lady GaGa x Terrry Richardson.
ფოტოებში ვარსკვლავი თავისი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ მომენტებშია დაფიქსირებული - ნახევრადშიშველი, იოგის ვარჯიშისას, სპაგეტის ჭამის დროს პირდაპირ საწოლში (სხვათა შორის, ლედი გაგას სისუსტეა, საწოლში ჭამა).
ალბომის ყდაზე მომღერალი როგორც ნამდვილი როკერი ბრილიანტებით მოოჭვილ ტყავის ქურთუკშია გამოწყობილი.
ფოტოსესიისას ფოტოგრაფი რიჩარდსონი მომღერალს თან ახლდა ალბომისBorn this Way ჩაწერისას და ტურნეში სახელწოდებით "ურჩხულების მეჯლისი".