თინა მახარაძეს პალტო მოპარეს - ”იმედი მაქვს, ისევე მოუხდება ის პალტო, როგორც მე მიხდებოდა...” - Marao

თინა მახარაძეს პალტო მოპარეს - ”იმედი მაქვს, ისევე მოუხდება ის პალტო, როგორც მე მიხდებოდა...”

2016-11-02 15:59:10+04:00

მსახიობი თინა მახარაძე გაქურდეს. ამის შესახებ მსახიობი "ფეისბუქზე" წერს:

„კურიოზს გავიხსენებდი:

გუშინ, საღამოს, რუსთაველზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ვიღაც უცნობმა კლიენტმა გოგომ, რომელიც მეგობარ გოგოსთან ერთად იყო საყიდლებზე გამოსული, ხელს გააყოლა ჩემი პალტო - გრძელი, რუხი, ახალი, თბილი და ლამაზი (ზუსტად რა და როგორ მოხდა, არ აღვწერ: მეზარება, ვბრაზდები და სხვების მაგივრად მრცხვენია).

ამიტომ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო მაღაზიის მომსახურე პერსონალის სულელურ, გაუფრთხილებელ და უპასუხისმგებლო საქციელზე, არც იმაზე, რომ სხვისი ტანსაცმლის მითვისება არ არის კეთილშობილური საქციელი, არც იმაზე, როგორი გაუმართავია უსაფრთხოების სისტემა იმ მოლში, როგორ არასწორად არის განლაგებული კამერები და, ფაქტობრივად, არ ჩანს საჭირო წერტილები, ან თუ ჩანს, მხოლოდ - მქრქალი სილუეტები, არც იმაზე, რომ პოლიცია არ გამოვიძახე იმიტომ, რომ მთელი იმ დავიდარაბის, რაც განყოფილებაში მრავალგზის გამოცდილ წოწიალსა და იქ საათების განმავლობაში უშედეგოდ გდებას ნიშნავს, აღარც დრო მქონდა და აღარც ნერვები, რადგან ის ნერვებიც, იგივე პროცედურის გავლისას, სრულად დავტოვე აღნიშნულ მაღაზიაში. საწყლად აქ მაინც დავიკნავლებ... განაგრძეთ კითხვა