როგორ მოვამზადოთ ჩვენი პატარები მოდურად და თბილად ზამთრის სეზონისთვის - Marao

როგორ მოვამზადოთ ჩვენი პატარები მოდურად და თბილად ზამთრის სეზონისთვის

2016-11-02 16:51:22+04:00

მოდური და ამავე დროს, ბრენდული სამოსით სიარული ყოველთვის მომწონდა და თავს არასდროს ვიზღუდავდი ამ სიამოვნებაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, პრიორიტეტები შეიცვალა. საკუთარი თავი ამ სიყვარულშიც იმ პატარა არსებამ ჩამინაცვლა, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, დედობის ბედნიერება განმაცდევინა და მთელ სამყაროში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად იქცა.
მას შემდეგ დაინტერესებული ვარ და ვცდილობ, ყოველთვის საქმის კურსში ვიყო, თუ სად შეიძლება შევიძინო - ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი, არაალერგიული, განსხვავებული, ინდივიდუალური, მოდური სამოსი და ნივთები ჩემი ”პრინცესასთვის".

შემოდგომის თვეები ისე უეცრად გადაიქცა ზამთრის სუსხიან დღეებად, რომ მე პირადად ვერც კი მოვასწარი, ჩემი გოგონასთვის თბილი ტანსაცმელი მეყიდა. ერთ დღესაც Hotsale-ზე ფასდაკლებების თვალიერებისას მოულოდნელად წავაწყდი ბანერს: "შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი 4.5 ლარად და მიიღეთ 30%-იანი ფასდაკლება ესპანური ბრენდის, Tuctuc-ის საბავშვო მაღაზია Cam-სგან". Tuctuc-ის ბრენდის შესახებ ჯერ კიდევ წლების წინ, მეგობრებისგან ვიცოდი, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპაში ცხოვრობდნენ და როგორც იხსენებდნენ, ბავშვები სულ ამ ფირმის სამოსში გაზარდეს. ამიტომ ძალიან დამაინტერესა ამ შემოთავაზებამ, მით უმეტეს, ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობამ. არც დავფიქრებულვარ, ისე ვიყიდე ჰოთსეილის ფასდაკლების კუპონი და ახლა მინდა იმ მშობლებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება, ვინც ჩემსავით მოუმზადებელი შეხვდა ამ სეზონს.

მაღაზიაში მისულს დამხვდა ის, რასაც ველოდი: ხარისხიანი საქონელი და მომღიმარი კონსულტანტები. გულისხმიერი კონსულტანტი გოგონას დახმარებით მალე მოვახერხე მეყიდა თბილი და ლამაზი დუტის ქურთუკი ჩემი გოგონასთვის, რომელშიც 125 ლარი გადავიხადე 170-ის ნაცვლად; ბოტები 72 ლარად - 104-ის ნაცვლად, რომლებიც ძალიან გამოადგება წვიმიან და თოვლიან ზამთრის დღეებში. აქვე შევიძინე პულოვერი მისი ბაღელი მეგობრისთვის, რომელსაც ორ დღეში დაბადების დღე აქვს და ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი, რა უნდა მეყიდა.

ასე კმაყოფილმა დავტოვე Cam-ის მაღზია და დარწმუნებული ვარ, იგივე ემოცია ექნება ყველას, ვისაც თავისი პატარისთვის ყველაფერი საუკეთესო ემეტება.