ქმართან დაშორების შემდეგ მარიკა თხელიძემ სოციალურ ქსელში შვილის ფოტო გამოაქვეყნა - Marao

ქმართან დაშორების შემდეგ მარიკა თხელიძემ სოციალურ ქსელში შვილის ფოტო გამოაქვეყნა

2016-11-04 14:57:02+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მარიკა თხელიძე მეუღლეს, გიგა ანდრიაძეს დაშორდა. ეს ამბავი ბევრს გაუკვირდა, რადგან მათ ლამაზ სიყვარულზე ბევრს საუბრობდნენ.

მარიკა და გიგა 2014 წელს დაოჯახდნენ, გასულ ზაფხულს კი წყვილს ნიკუშა შეეძინა. მარიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეუღლემ ბავშვის დაბადების შემდეგ ჯიპი აჩუქა.

''რეიტინგთან'' საუბარში მარიკამ დაადასტურა, რომ მეუღლეს დაშორდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მომღერალმა "ფეისბუქზე" შვილის ფოტო პირველად გამოაქვეყნა. პატარა ნიკუშამ უამრავი მოწონება დაიმსახურა. იხილეთ ფოტოები