24 წლის, ახალი ზელანდიის მკვიდრი სიმონა ანდერსონი შარშან 169 კილოს იწონიდა. ვარჯიშის შედეგად ქალმა 85 კილო დაიკლო.
სიმონამ ინტერნეტში საკუთარი ფოტოები განათავსა - გახდომამდე და გახდომის შემდეგ, რასაც კომენტარი დაურთო: ჩემი ძლიერი სურვილი მიზნის მიღწევაში დამეხმარა. 11 თვის მანძილზე, ყოველ დილით 5 საათზე ვიღვიძებდი და ტკივილამდე და ტირილამდე ვვარჯიშობდი. ახლა ახალი მიზანი მაქვს - ტრიატლონში ჩავერთო და სრული მარათონი გავირბინო.
ანდერსონმა ცოტა ხანში კვლავ განათავსა საკუთარი ფოტოები ინტერნეტში, რათა ხალხისთვის ეჩვენებინა, როგორ გამოიყურება. თუმცა, დადებითის ნაცვლად, სიმონამ უარყოფითი კომენტარები მიიღო.
მას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებდნენ. ინტერნეტმომხმარებლისთვის დაუჯერებელი იყო ის ფაქტი, რომ გახდომის შემდეგ სიმონას კანი არ მოემჩვარა და არ ჩამოეკიდა.
მაგრამ სიმონამ აქაც გამოიჩინა ნებისყოფა და საპასუხო კომენტარი და ფოტოები გამოაქვეყნა: ”მიმტკიცებთ, რომ ფოტოზე მე არ ვარ, განსხვავებული ფერის თმა და წარბის ფორმა მაქვს. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ 11 თვის მანძილზე ადამიანები იცვლებიან, მობილურიც შევცვალე და ინტერიერიც ოთახში. თუ ჩემი მომჩვარული კანის ფოტოების ნახვა გსურთ, - უყურეთ”.
ამის შემდეგ სიმონამ ფოტოები პლასტიკურ ქირურგს აჩვენა და ჩამოკიდებული კანის მოშორება სთხოვა. ჟურნალ People-თან ინტერვიუში კი განაცხადა: "სრულიად გულწრფელი ვარ მკითხველის წინაშე, ჩემს მიზანს არაესთეტიკური შედეგი მოჰყვა, მაგრამ ოპერაციით ამასგანაც გავთავისუფლდები".
ოპერაციის შემდეგ სიმონამ საკუთარ სოციალურ გვერდზე პალატაში გადაღებული ფოტო განათავსა წარწერით: "ცოცხალი ვარ".