ჩაზრდილი თმა გახლავთ პრობლემა, რომელიც უამრავ ქალს შეხვედრია. იგი ხშირად თმის მოცილების არასწორად ჩატარებული პროცედურის შედეგია.
ჩაზრდილი თმის მოსაცილებლად, საჭიროა თავიდან კანის საპნითა და თბილი წყლით დაბანა. შემდეგ გამწმენდი სკრაბის გამოყენება, რომელიც მკვდარ უჯრედებს მოაცილებს. ასევე, პროცედურის ჩატარება დაუშვებელია სპეციალური ქაფის ან გელის გარეშე. გახსოვდეთ, რომ მუდამ ბასრი საპარსი უნდა გამოიყენოთ.
დღეს ჩვენი რედაქცია ჩაზრდილი თმის მოცილების ყველაზე პოპულარულ მეთოდებს შემოგთავაზებთ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაგეხმარებათ ამ დელიკატური პრობლემის გადაჭრაში.
როგორ მოვიცილოთ ჩაზრდილი თმა
საშუალება № 1

მოამზადეთ შაქრის პასტა შუგარინგისთვის და ჩაიტარეთ შაქრის ეპილაცია იმ ადგილას, სადაც თმა არის ჩაზრდილი. შუგარინგის მერე ამ ადგილზე დაიდეთ თბილი და სველი ხელსახოცი და გაიჩერეთ 10 წუთით.
ჩაუტარეთ დეზინფექცია პინცეტსა და ჩაზრდილი თმის ადგილს. პინცეტის მეშვეობით ამოიღეთ თმის ნარჩენები. პროცედურის დასრულების შემდეგ მიიღეთ შხაპი და წაისვით კანზე ქოქოსის ზეთი.{{ArticleSplitCont}}
საშუალება № 2

თუ პინცეტის მეშვეობით არ გსურთ თმის მოცილება, არსებობს სხვა მეთოდიც. ამისათვის მოამზადეთ სოდისა და წყლისგან პასტა. წაისვით შხაპის მიღების შემდეგ, შეიზილეთ წრიული მოძრაობებით ჩაზრდილი თმის ადგილები. ამ პროცედურის შემდეგ, 2 დღეში შეგიძლიათ გაიკეთოთ ეპილაცია.{{ArticleSplitCont}}
საშუალება № 3

სკრაბირება შაქრის მეშვეობით - შესანიშნავი პროფილაქტიკაა ჩაზრდილი თმის წინააღმდეგ. ამისათვის, შეურიეთ 2 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. ჟოჟობას ზეთი და 10 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი.{{ArticleSplitCont}}
საშუალება № 4

ასპირინისა და გლიცერინის ნარევი თანაბარ პროპორციებში ასევე ეხმარება ჩაზრდილი თმის ამოღებას. ამისათვის, მიღებული მასა წაისვით ჩაზრდილი თმის ადგილას და გაიჩერეთ 1 საათით. შემდეგ დაიბანეთ და წაისვით საბავშვო საცხი.