ამერიკამ ახალი პრეზიდენტი აირჩია დონალდ ტრამპის სახით. ძალიან ბევრისთვის ერთობ მოულოდნელი იყო ეს ფაქტი. უფრო მეტიც, ადამიანების უმეტესობა რატომღაც მომავალი პრეზიდენტის რანგში ტრამპის კონკურენტს - ჰილარი კლინტონს მოიაზრებდა.
თუმცა სიტუაციისთვის ასტროლოგიურ ჭრილში რომ გადაგვეხედა, თავიდანვე იყო ნათელი ის, რომ ჰილარი კლინტონს - ზოდიაქოს ნიშნით მორიელს, ამ ეტაპზე ერთობ არასახარბიელო პერიოდი უდგას, ხოლო ტრამპი პირიქით - „საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა“ და გაიმარჯვა კიდეც.
უფრო მეტიც, ეს ყველაფერი კანონზომიერია იმიტომ, რომ ქვეყანას, რომელსაც იგი ამიერიდან ჩაუდგება სათავეში, წლები - 2017-18 ერთობ გარდამტეხი, კარდინალური ცვლილებებით სავსე და მნიშვნელოვანი ელის. მომავალი წლიდან ამერიკა საკუთარ ისტორიაში ახალ ასტროლოგიურ ციკლს იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ამ ქვეყნის ცხოვრებაში.
დონალდ ტრამპი ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი გახლავთ. ნიშანი, რომელსაც პლანეტა მერკური მართავს, ყოველთვის გამოირჩევა თავისებური აზროვნებით, გამჭრიახობით და გონიერებით. ტყუპის ნიშნით დაბადებულები ექსცენტრულები, არაპროგნოზირებადები, ცვალებადები და ერთი შეხედვით არასერიოზულებიც კი არიან, რაც ტრამპის გარეგნულ იმიჯში გამოსჭვივის უპირველეს ყოვლისა. პირადი ჰოროსკოპის მიხედვით, ეს უნდა იყოს დემაგოგიის მოყვარული ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს და მოსწონს სხვებისთვის მორალის კითხვა და ჭკუის დარიგება. ტრამპი ბუნებით ოპტიმისტი და იდეალისტი იქნება, იმიტომ, რომ მის ჰოროსკოპში აქტიურად დომინირებს მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა.
ფიცხი ადამიანია, საკმაოდ ემოციური, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრაზის გულში ჩადება ახასიათებდეს დიდი ხნით. ზოდიაქოს ნიშნით ტყუპები არ განეკუთვნებიან ბოღმიანთა კატეგორიას. ამერიკის ახალი პრეზიდენტი ექსცენტრული, ცვალებადი ხასიათის ადამიანი იქნება. იგი დაჯილდოებულია შესანიშნავი ინტუიციით, ვერ იტანს შეზღუდვებს და ყოველთვის იტოვებს უფლებას, მოიქცეს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ეს არის ქმედითი, აქტიური, მოუსვენარი პიროვნება, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სიახლეები. აქტიურად უჭერს მხარს ყველა სახის ინოვაციას და სიახლეს. იხიბლება პროგრესული, თუმც კი საკმაოდ უტოპიური იდეებით. ტრამპი ამაყი და ამბიციური ფიგურაა. მის პირად რუკაზე დიდი დოზით ფიქსირდება ლომის ზოდიაქოს ნიშნის გავლენა, რაც თავის მხრივ, იძლევა საკმაოდ თავმოყვარე, ბრძოლისუნარიან ინდივიდს. გაგრძელება