ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე გვესაუბრა თავის წარმატების ფორმულაზე. მან გვიამბო ბავშვობაზე და აღნიშნა, რომ ბედნიერი სიბერე აქვს. როგორც აღმოჩნდა, გია ჯაჯანიძის ახალგაზრდულობა და მომხიბვლელობა სარეცხის საპნის დამსახურებაა.
- როგორი ბავშვი იყავით?
- არ ვიყავი ცელქი, ვიყავი მორჩილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე.
- რა პასუხი გქონდათ, როცა გეკითხებოდნენ, დიდი, რომ გაიზრდები, რა უნდა გამოხვიდეო?
- სიტყვა რეჟისორის მნიშვნელობა არ ვიცოდი, ამიტომ ვამბობდი, კინოს გამკეთებელი და მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი.
- წარმოგედგინათ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდით?
- არ ვიცოდი, რა იყო წარმატება. მე არ ვმუშაობ იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიო, ვმუშაობ სტიქიურად. მე არასდროს მიფიქრია, რომ გავხდები ცნობილი და ა.შ. ხშირად ვხუმრობ, რომ ჭიათურაში ყველა ერთმანეთს იცნობდა და მეც, მათ შორის მიცნობდნენ. ვმუშაობ იმიტომ, რომ მსიამოვნებს და თუ რამე არ გამომდის, თავს არ ვიღლი ნერვიულობით. ბედნიერი სიბერე მაქვს.
- დაბრკოლებების გადასალახად რა მეთოდს მიმართავთ?
- დგება ხოლმე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაშიც, მაგრამ მე არ მცალია რთული პერიოდისთვის. პრობლემებს ვუყურებ ძალიან ხალისიანად. როცა რამე არ გამოდის, დეპრესიაში არ ვვარდები. მერე რა, რომ არ გამომივიდა? სხვა რამეს ვცდი.
ყველაზე დიდ დაბრკოლებას აგრესიულობა წარმოადგენს. თუ ისე მოხდა, რომ აგრესიულმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოვარდება.
- როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ნელა ხდება თუ დგება დღე, როცა ყველაფერი იცვლება?
- რა თქმა უნდა, ნელა. მე მაქვს ძალიან კარგი ნებისყოფა, შემიძლია ლოდინი. როდესაც საცობია, ხალხი ასიგნალებს, ჩხუბობს, იგინება და ა.შ... მე ასეთ დროს შემიძლია, ვიჯდე მშვიდად და ველოდო გზის გათავისულებას. გაგრძელება