როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაცს სამუდამოდ მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - Marao

როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაცს სამუდამოდ მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2016-11-15 11:06:34+04:00

ყველამ ვიცით, რომ მამაკაცები გაცილებით უფრო პოლიგამიური არსებები არიან, ვიდრე მსოფლიოს სუსტი მეორე ნახევარი, თუმცა ყველაფერში და ყველგან მამაკაცების დადანაშაულებაც არ შეიძლება - ხშირად ცოლები თავად არიან ქმრების მხრიდან ღალატის ფაქტის მიზეზნი.
ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი ისაა, რომ ქალი დაოჯახების მერე წყვეტს ქმართან "ფლირტაობას" ან ცხოვრებისეული პრობლემებით დაღლილს ავიწყდება, რომ თავს ძველებურად და აქტიურად უნდა მოუაროს ფიზიკურად. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, კონკრეტული თვისებები და ვიზუალური იმიჯი აღაფრთოვანებს მეუღლეში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელმა გვერდზე არასოდეს გააპაროს თვალი, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ, ძვირფასო ცოლებო.

ვერძ, ლომ და მშვილდოსან ქმართან აქტიური და დინამიკური უნდა იყოთ. თავის დროზე მას ზუსტად ამ სიცოცხლისუნარიანობისა და მჩქეფარე ენერგიის გამო მოეწონეთ. ასეთი კაცი აფასებს ცოლს, რომელსაც მისთვის გვერდში დგომა შეუძლია, როგორც მეგობარს. იყავით მისი მეგობარი, არასოდეს შეწყვიტოთ პიროვნული თუ პროფესიული განვითარება, თუ გინდათ, რომ თქვენმა "ცეცხლოვანმა" ქმარმა დიდხანს შეინარჩუნოს ინტერესი თქვენ მიმართ.

კუროს, ქალწულსა და თხის რქას სიმშვიდის, ემოციური სტაბილურობისა და ოჯახის "ბურჯობის" გამო მოეწონებოდით თავიდან. ამიტომ რაც უნდა ბევრი პრობლემა გქონდეთ, ნუ გახდებით ქაოსური, ნერვული და არაპროგნოზირებადი ემოციური კუთხით მეუღლის მიმართ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გწამდეთ, თქვენ და თქვენი ქმარი ნებისმიერ სირთულეს დაამარცხებთ ერთად. გაგრძელება