სასწორი გახლავთ ნივთი, რომლის შკალის ციფრებიც ქალის ხასიათს განსაზღვრავს. ბევრი ჩვენგანი დილით სასწორისკენ მიქრის, რათა დატკბეს, თუნდაც მინუს 300 გრამის ხილვით.
მაგრამ გქონიათ შემთხვევა, როცა მკაცრად იცავთ დიეტას, იტანჯავთ თავს, მაგრამ სასწორის მაჩვენებელი არ იძვრის?

როგორ ავიწონოთ სწორად
წარმოვიდგინოთ ქალი, რომლის კუნთების წონა 45 კილოგრამია, ცხიმების კი - 15. მთლიანობაში მისი წონა 60 კგ-ია, მაგრამ რატომღაც სასწორი ხან 57-ს, ხანაც 64-ს უჩვენებს. რაც მთავარია, მის კვების რეჟიმში არაფერი შეცვლილა.
უმეტესობა სასწორს გახდომის საკითხში უკანასკნელ ინსტანციად მიიჩნევს, იმის ნაცვლად, რომ გააანალიზოს საკუთარი სხეულის მდგომარეობა. იმისათვის, რომ რეალური წონა დავადგინოთ, აუცილებელია რიგი ფაქტორების გათვალისწინება.
ფაქტორები, რომლებიც წონის ცვალებადობაზე ზემოქმედებს
ყველაზე უმთავრესი - წყლის რაოდენობაა. ორგანიზმი ყველა ხერხით ცდილობს წყლისა და მარილის ბალანსის შენარჩუნებას. ამიტომაც, რაც უფრო ნაკლებ სითხეს იღებს, მით უფრო დიდხანს აჩერებ მარილს ორგანიზმში.

გლიკოგენი. ნახშირწყლების თითოეულ გრამთან ორგანიზმი დამატებით 3 გრამ წყალს ინახავს. ანუ, თუ საღამოს ტორტის ნაჭერი მიირთვით და დილით სასწორზე დადექით, ნუ შეგეშინდებათ, ეს ზედმეტი წონა კი არა, წყალია. მისგან გათავისუფლება ადვილია. თუმცა, დიდი ოდენობით ტკბილეული მაინც არ ვარგა.

ქალის წონა მენსტრუალური ციკლის ფაზაზეც არის დამოკიდებული არა მხოლოდ მადის გაძლიერების, არამედ შეშუპებების გამოც. ყველაზე მეტად ეს ახალი ციკლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ვლინდება. ამიტომ ამ დროს ნუ აიწონებით, მხოლოდ ხასიათს გაიფუჭებთ.

შეშუპებები. თუ რაციონში მარილის შემცველობას მოუმატეთ, ეს გახდება წონაში მატების მაპროვოცირებელი. შესაბამისად, თუ ნაკლებ მარილს მიირთმევთ, გახდებით კიდეც.
თუ ჩვეულებრივი კვების რეჟიმის დროს მარილიანი არაქისი არაფერს გიზამთ, ხანგრძლივი უმარილო დიეტის შემდეგ ერთადერთი თხილიც კი "დაგასიებთ".
წელის გარშემოწერილობა. გაიზომეთ კვირაში 3-ჯერ: ჭიპთან, 5 სანტიმეტრით მაღლა და 5 სანტიმეტრით დაბლა. თუ ყველა ჩვენებების გათვალისწინებით წელის გარშემოწერილობა ნაკლები გახდა, ცხიმი თქვენს ორგანიზმში წარმატებით მცირდება, და პირიქით.

ასევე, თუ წონას აკონტროლებთ, უნდა იცოდეთ სიმაღლის, წონისა და ასაკის შეფარდების ძირითადი მაჩვენებლები. იხილეთ მთავარი ფოტო...
ახლა უკვე აღარ დაიტანჯავთ თავს დიეტებით, თუკი ზედმეტ 3 კილოგრამს აღმოაჩენთ სასწორის მაჩვენებელზე.