როგორ დავარბილოთ გამაგრებული ჩურჩხელა? - Marao

როგორ დავარბილოთ გამაგრებული ჩურჩხელა?

2016-11-17 14:08:32+04:00

ზამთარი და მით უმეტეს, ახალი წელი ჩურჩხელის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნუგბარი სასარგებლოცაა, გემრიელიც და ტრადიციულიც. ოღონდ ერთი ნაკლი აქვს - დროთა განმავლობაში მაგრდება და შუა ზამთარში ზოგიერთი ისეთი გაქვავებულია, მის შეჭმას სერიოზული ენერგია სჭირდება.
როგორ დავალბოთ ჩურჩხელა და რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ჩურჩხელა რბილი რჩება, ზოგი კი ქვავდება?

მთავარი საიდუმლო იმ ბადაგშია, რისგანაც ჩურჩხელის ამოსავლები თათარა მზადდება. თუ ყურძნის წვენს, ანუ მომავალ ბადაგს, იმდენ ხანს ადუღებენ, რომ განახევრდეს, მისგან დამზადებული ჩურჩხელა არასოდეს გამაგრდება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყურძნის წვენი განახევრებისთვის არ ემეტებათ, მით უმეტეს მათ, ვინც ამ ჩურჩხელების გაყიდვას აპირებს. ამიტომ წვენი წამოდუღდება თუ არა, აჩერებენ დუღილს, ასე უფრო მეტი ბადაგი გამოსდით და მეტი ჩურჩხელაც ამოევლება. უმეტესობას სწორედ ასეთი ჩურჩხელების ყიდვა გვიწევს. ამიტომ ადრე თუ გვიან, მისი დალბობაც დაგჭირდებათ. გაგრძელება