ქალის სილამაზის 17 კრიტერიუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - Marao

ქალის სილამაზის 17 კრიტერიუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

2020-11-26 15:30:52+04:00

მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქალი ლამაზია, მაგრამ თითოეულ ქვეყანაში სილამაზის თავისებური აღქმა, სტანდარტი არსებობს.

1. საფრანგეთი - ბუნებრიობა

ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებენ უპირატესობას - მაკიაჟის მინიმუმი, მსუბუქი დაუდევრობა ვარცხნილობაში და დახვეწილი სტილი -  აი, რას ეძახიან ფრანგები ქალურ სილამაზეს.

2. ავსტრალია - ათლეტიკური სხეული

ავსტრალიელებისთვის მთავარია, ბიკინიში სხეული ათლეტურად გამოიყურებოდეს. აგრეთვე, ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნამზეური.

3. პოლონეთი - საყვარელი სახე და იდეალური სხეული

პოლონეთში ქალი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი და აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი პროპორციები. სიმეტრიული სახის ნაკვთები და გრძელი თმა - სწორი ან ტალღოვანი.

4. შვეიცარია - ჩრდილოეთის სტილი

პლატინისფერი თმა, ცისფერი თვალები და მკვეთრი ყვრიმალები ჩრდილოელი ქალის სილამაზის ეტალონად ითვლება. აგრეთვე, ჰარმონიული ჩაცმის სტილი - ძვირფასი სამოსი არამკვეთრ ფერებში და ასეთივე მაკიაჟი. დახვეწილობა და უბრალოება.

5. სამხრეთი კორეა - ბუნებრივი მზერა და თეთრი კანი

დიდი, მრგვალი თვალები და თეთრი კანი - ამ სილამაზის ეტალონის მისაღწევად კორეელი ქალები ლამის ბავშვობიდან იტარებენ პლასტიკურ ოპერაციებს. გარდა ამისა, ძალიან პოპულარული პროცედურებია სახის ოვალისა და თვალების ჭრილის შეცვლა და ტუჩების დაბერვა.

6. ირანი - ცხვირის სწორი ფორმა

მკაცრი დრეს-კოდის მიუხედავად, ირანელ ქალებსაც აქვთ სილამაზის ეტალონი. მთავარია, ირანელ მანდილოსანს ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდეს. ის უვლის წარბებს და თვალს მეტად გამოკვეთს. ლამაზი ფორმის ცხვირი კი ირანში სიმდიდრის სტატუსად ითვლება.

7. აშშ -  ყველაფერი ყველაზე-ყველაზე

მრავალკულტურიან ამერიკაში ყველას ვერ მოეწონები. თუმცა, აქ მთავარია, იყო ყველაზე ყველაზე გამორჩეული, ან გქონდეს ყველაფერი ყველაზე ყველაზე ლამაზი.

8. ბრაზილია - მოდელის სილამაზე

ნამზეურიანი იდეალური სხეული, ღია ფერის თმა და ლამაზი თვალები. აგრეთვე, მანიკიური, პედიკიური, ეპილაცია - ყველა ბრაზილიელი გოგონა მოდელივით გამოიყურება.

9. პაკისტანი - თეთრი სახის ფერი

პაკისტანში უამრავი ლამაზი ქალი ცხოვრობს. სილამაზის სტანდარტი - თეთრი სახის კანი, გრძელი შავი თმა და ღია ფერის თვალებია.

10. ტაილანდი -  მინიატურულობა

მინიატურული ტანის გოგონას ყველაფერი, მკერდიც კი, მინიატურული უნდა ჰქონდეს. მთავარი ღირსება კი თეთრი კანია, რომელსაც ან კრემით ითეთრებენ, ან პლასტიკური ოპერაციებით.

11. დანია -  გოგონა-ბარბი

თეთრკანიანი გოგონა Smoky eyes-ის მაკიაჟით. თუმცა, უპირატესობას სისადავეს ანიჭებენ.

12. მალაიზია - მარგალიტისფერი კანი

რაც უფრო ღია ფერის კანი გაქვთ, მით ლამაზი ხართ. გარდა ამისა, ქალი უნდა იყოს მაღალი, გამხდარი, სხეულის იდეალური პროპორციებით.

13. სერბეთი - მკაცრი სტანდარტები

აკურატული ცხვირი, დაბერილი ტუჩები, დიდი, ღია ფერის თვალები, გამხდარი და მაღალი ყვრიმალები - აი, როგორი ქალები მოსწონთ სერბეთში.

14. ესპანეთი - მგრძნობიარე

ნათელი და მგრძნობიარე მზერა, მრგვალი ფორმები, შავი თმა და თვალები, მუქი ფერის კანი. ამასთანავე, მსუქანი ესპანელი ქალიც კი კარგად უნდა ცეკვავდეს.

15. ბრიტანეთი - მოკრძალება

დახვეწილობა და არისტოკრატიულობა. მაკიაჟის მინიმუმი, მოსახერხებელი, მაგრამ ელეგანტური სამოსი. სიგამხდრე (ზედმეტადაც კი), ღია ფერის კანი. სხვათა შორის, ბრიტანელ ქალებს არ ეშინიათ ნაოჭების და თვალის გარშემო გაჩენილ ნაოჭებს სილამაზისა და სიბრძნის ეტალონად მიიჩნევენ.

16. გერმანია - კონსერვატიული იდეალი

გერმანელი ქალი უნდა იყოს სპორტული და შრომისმოყვარე. იდეალია - ცისფერი თვალები, ღია ფერის თმა, სახის თხელი ნაკვთები, გრძელი, გამხდარი სხეული. მკვეთრი მაკიაჟი პოპულარული არაა.

17. ინდოეთი - სხეულისა და სულის ჰარმონია

ამ ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებენ: იოგას, ნატურალურ კოსმეტიკას და სწორ კვებას. ქალებში -  ჯანმრთელ იერს, მრგვალ სახეს, დიდ მკერდს და სიარულის კარგ მანერას.