2017 წლის სიმბოლო, წითელი მამალი, პედანტურობით გამოირჩევა. ალისფერი მამალი ეთაყვანება კლასიკას, ელეგანტურობასა და უბრალოებას. კარგი იქნება, მისი გემოვნება საახალწლო სუფრის გაწყობის დროსაც გავითვალისწინოთ.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რა უნდა ამშვენებდეს 2017 წლის საახალწლო სუფრას, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რისი მომზადება არ არის რეკომენდებული. გირჩევთ, წელს თავი შეიკავოთ ქათმისაგან მომზადებული კერძებისაგან. ასევე, ეცადეთ, თქვენს მაგიდაზე არ გააჭაჭანოთ ქათმის კვერცხი სრულყოფილი სახით, თორემ კერძებში მათი გამოყენება, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივად შეგიძლიათ.

საყოველთაოდ მიღებული აზრის თანახმად, წითელი მამლის წელს, ანუ 2017 წელს სუფრას უნდა ამშვენებდეს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. არ უნდა დაივიწყოთ არც ხილი. წითელ მამალს არ უყვარს მძიმე საჭმელები. ეცადეთ, თავი შეიკავოთ შემწვარ-მოხრაკულისაგან და მაგარი ალკოჰოლისაგანაც.
2017 წლის საახალწლო სუფრის მთავარ კერძად შეგიძლიათ აქციოთ სუში. ბრინჯი და თევზი ხომ აზიური სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტებია და ძალიან მოეწონება წითელ მამალს.
ასევე ძალიან კარგი იქნება კრევეტებისგან მომზადებული კერძები და ზღვის სხვა პროდუქტების გამოყენება.
ევროპული სამზარეულო 2017 წლისთვის ასევე რეკომენდაციას უწევს შემწვარ ცხვრის ხორცს ბოსტნეულით. შესაძლებელია მომზადდეს კერძები ღორის ხორცისაგან. მოკლედ, მთავარია, თავი აარიდოთ ქათმისა და ინდაურისაგან მომზადებულ საჭმელებს.
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელს, წითელი მამალი უპირატესობას ანიჭებს შამპანურსა და სხვადასხვა კოქტეილს.
დესერტთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ მიენდოთ საკუთარ ფანტაზიას, ამ შემთხვევაში შეზღუდვები არ არსებობს.
როგორ უნდა გავაწყოთ ჩვენი საახალწლო სუფრა