როგორც აღმოჩნდა, ყველასათვის ცნობილი ქართული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ყველასათვის საყვარელი გმირის, ნელიკოს როლის შემსრულებელი მსახიობი ბაია დვალიშვილი ძალიან განსხვავდება თავისი პერსონაჟისგან.
ის არა მხოლოდ ვერ იცლის დესერტების გასაკეთებლად, არამედ ვერც კი გამოარჩევს საყვარელ დესერტს, რადგან ტკბილეულის მოყვარული სულაც არ არის. ბაია ამბობს, რომ სკოლის პერიოდი არ ახსენდება კარგად, რითაც ის კიდევ უფრო განსხვავდება ნელიკოსგან.
სახელი და გვარი: ბაია დვალიშვილი
ჰოროსკოპი: ასტროლოგიის არ მჯერა.
საყვარელი დესერტი: არ მაქვს, ტკბილეულის მოყვარული არ ვარ.
ნებისმიერი სურვილის ასრულება რომ შემეძლოს: მშობლებს გავაცოცხლებდი.
ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: არ მაქვს ასეთი ნივთი.
შემიძლია: მოვერიო ჩემს სიზარმაცეს.
მჯერა: სიკეთის.
მიყვარს: ჩემი მეგობრები და ახლობლები.
ჩემი სისუსტეა: მოგონებები.
სკოლის პერიოდი: არ მაგონდება კარგად.
სხვა მსახიობებისგან გამომარჩევს: მოთმინების უნარი. გაგრძელება