თუკი ასტროლოგიურ პერიპეტიებში ასე თუ ისე ერკვევით, გეცოდინებათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ნეგატიურს, ისე პოზიტიურს, ხშირად განაპირობებს პლანეტების განლაგება
ამა თუ იმ კონკრეტულ ნიშანში მოცემული ტრანზიტისას. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნაც, რომ ადამიანი საკუთარი ბედის მჭედელი თავად არის და პლანეტების განლაგება მარტოოდენ დამხმარე ფუნქციას ასრულებს საიმისოდ, რომ მან საკუთარი ცხოვრება მაქსიმალურად წარმატებით წარმართოს. 2017 წელს ასტროლოგები, ზოგადად, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად პოზიტიურ წლად მოიაზრებენ, როგორც პირადი, ისე ფინანსური ცხოვრების თვალსაზრისით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ წელსაც ეყოლება საკუთარი „ფავორიტები“ და დღეს ზუსტად იმ ზოდიაქოს ნიშანთა ნუსხას გაგაცნობთ, ვისაც რეალური შენსები მიეცემა 2017-ში საიმისოდ, რომ თუ არ გამდიდრდეს, ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად მაინც გამოისწოროს.
წლის ფავორიტი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მორიელი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ მორიელებს საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ ამ მხრივ - დამდეგი წლის თებერვლის ბოლომდე, სამაგიეროდ, უკვე 2017 წლის მეორე ნახევრიდან ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რეალურად მიეცემათ შანსი, ფრთები შეასხან ყველაზე თამამ პროექტებსა და წამოწყებებს. პლანეტა იუპიტერი, რომელიც 2017 წელს მორიელის ზოდიაქოში გადადის, აუცილებლად მისცემს მორიელებს ფორას საიმისოდ, რომ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორონ ან სულაც გამდიდრების პოტენციალს გამოჰკრან ხელი.
კიდევ ერთი ფავორიტი ნიშანი მამლის წელში სასწორი იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს წლის პირველ ნახევარში პლანეტა იუპიტერი მფარველობს, რომელიც ზუსტად რომ სასწორის ნიშანშია 2017 წლის შემოდგომამდე. სასწორებს ფინანსურ მატებასთან ერთად ელით ცნობადობის ზრდა და პროფესიული პოპულარობის მატება. აღარაფერს ვამბობ თაყვანისმცემლების სიმრავლესა და სასიყვარულო რომანების სიუხვეზე, რომლითაც ზოდიაქოს ამ ნიშანს აქტიურად დააჯილდოებს იუპიტერი. გაგრძელება