როგორ აღვადგინოთ მოტეხილი ფრჩხილი ჩაის ერთჯერადი პაკეტით (+ვიდეოგაკვეთილი) - Marao

როგორ აღვადგინოთ მოტეხილი ფრჩხილი ჩაის ერთჯერადი პაკეტით (+ვიდეოგაკვეთილი)

2021-06-24 10:15:19+04:00

გენიალური ლაიფჰაკი, რომელსაც მხოლოდ 2 წუთი სჭირდება! თუ ფრჩხილი მოგტყდათ, მისი აღდგენა "ცხელ კვალზე" არის შესაძლებელი. შეგიძლიათ დაადოთ "თაბაშირი", რომელსაც ვერავინ შენიშნავს.

ამის გაკეთება ძალიან მარტივია:

  1. აიწმინდეთ ფრჩხილი ლაქის მოსაცილებელი საშუალებით.
  2. ჩაის პაკეტიდან ამოჭერით პატარა ფრაგმენტი, ფრჩხილის კუთხის სწორი.
  3. წაუსვით ფრჩხილს უფერული ლაქი და სანამ არ გამშრალა, პინცეტით დააფინეთ პაკეტის ფრაგმენტი. ის მომენტალურად მიეკრობა და გამჭვირვალე გახდება.
  4. წაისვით უფერული ლაქის მეორე ფენა და დაელოდეთ გაშრობას.
  5. ცოტათი დაამუშავეთ ზედაპირი და წაისვით ფერადი ლაქი.

უფრო დეტალურად მასტერკლასი იხილეთ ვიდეოში