ახალი წელი ახალ გეგმებს, იმედებსა და მოლოდინს უკავშირდება.
2017 წელი წითელი ცეცხლოვანი მამლის წელია, რომელიც წარმატების მომტანი იქნება და საზოგადოების საახალწლო განწყობას ნამდვილად გაამართლებს. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ უნდა დავხვდეთ მამლის წელს, როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხე, რა ფერებში მოვრთოთ სუფრა და ზოგადად, როგორი წელი გველის. ამ კითხვებით ასტროლოგ სოფო ბზეკალავას მივმართეთ და შეხვედრის ადგილად ჭავჭავაძის #7–ში მდებარე ,,ბიბლუსი გალერეა“ შევარჩიეთ, სადაც უკვე მხიარული, საახალწლო განწყობა სუფევს.
როგორი იქნება ცეცხლოვანი მამლის წელი?
მამალი მზეს ხვდება. მის ყივილზე მაჯლაჯუნები ქრებიან. აქედან გამომდინარე, დადებითი სიმბოლოა. წელიწადი, რომელსაც მამალი მართავს, ძალიან კარგი იქნება. დიდი და რთული ციკლის დასასრულს და აღმშენებლობითი პროცესების დასაწყისს უკავშირდება მამლის წელი. ისტორიაშიც ბევრი კარგი მოვლენა მოხდა. მაგალითად, მამლის წელში დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
ჭკვიანი, აქტიური და ლიდერის სხვა თვისებებით დაჯილდოებული ბავშვები დაიბადებიან ამ წელს.
მამლის ცუდი თვისება მისი ყოყლოჩინობაა. ეს აისახება ღია დაპირსპირებებში როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებაში. წყვილებს შორის ხმაურიანი განქორწინებების მოწმენი გავხდებით.
კარგი იქნება, თუ შევიძენთ თუნდაც გასაღების საკიდს მამლის გამოსახულებით, რომელიც მუდმივად ჩვენს გასაღებზე მოთავსდება და წარმატების მომტანი იქნება. გალერეაშიც უამრავი აქსესუარი შევნიშნე მამლის გამოსახულებით.
ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2017 წელი კარგი და რომლისთვის - ცუდი?
ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კარგი წელია. წარმატების მიღწევის შანსი ყველას ექნება. თუმცა ადამიანებს, რომლებიც მშრომელები არ არიან, თვითმოთხოვნა და თვითკრიტიკა არ გააჩნიათ, რეალურად ვერ გაუმართლებთ. იმ ადამიანების წელია, ვინც 2017 წლამდე მუხლჩაუხრელად შრომობდა და სწორედ ახლა მიიღებენ ამ შრომის შედეგს. განსაკუთრებით კარგი წელია კუროებისთვის, ლომებისა და ვერძებისთვის.
აბსოლუტურად ნეგატიური წელი არც ერთი ნიშნისთვის იქნება. თუმცა შედარებით მეტი პრობლემა მშვილდოსნებსა და თხის რქებს ექნებათ.
როგორ უნდა შევხვდეთ ცეცხლოვანი მამლის წელს?
ზოგადად, მამალი სოციალური ტიპაჟია. მას მარტოობა არ უყვარს. არ გირჩევთ, მარტო და ვიწრო წრეში შეხვდეთ ახალ წელს. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად იქნებით. მაგრამ ახალ ნაცნობებსა და ახალშეძენილ მეგობრებს არ გირჩევთ, რადგან მამალი გარემოს ყოველთვის დაკვირვებით არჩევს ხოლმე.
სასურველია, თუ ხმაურიან გარემოში შეხვდებით ახალ წელს. ბევრი ფოიერვერკი და მუსიკა უნდა იყოს.
როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
ყველაზე მთავარია, რომ სუფრაზე ფრინველის ხორცი არ გვქონდეს. სუფრა წითელ და ნარინჯისფერ ფერებში უნდა გავაწყოთ. გარემო ბრჭყვიალა და მდიდრული უნდა იყოს. ფანტაზიას მაქსიმალურად უნდა მივცეთ გასაქანი. როგორი ფერადიც მამლის ბოლოა, ისეთივე უნდა იყოს გარემო და იმავე ფერებში უნდა გვეცვას ჩვენც. ბევრი აქსესუარის გამოყენებაც სასურველია. ზოგადად, წითელი მთელი წლის განმავლობაში ტრენდული იქნება. "ბიბლუსი გალერეაში" წარმოდგენილი არჩევანიც, ვფიქრობ, 2017 წლის ტრენდების გათვალისწინებით არის შერჩეული.
ნაძვის ხე როგორ უნდა მოვრთოთ?
სასურველია, თუ ნაძვის ხის სათამაშოები წითელი და ნარინჯისფერი იქნება. ნაძვის ხის თავზე მამლის ფიგურა მოათავსეთ. კარგია, თუ ბევრი დეკორატიული კვერცხი გექნებათ. კვერცხებით უნდა მოვრთოთ ნაძვის ხე და მის ქვეშაც შემოვაწყოთ.
ასეთია სოფო ბზეკალავას რჩევები, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს. სოფოსთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, აქტიურად დავიწყო მომზადება. წითელი კაბის ძებნაში თითქმის მთელი თბილისი შემოვიარე. თუმცა ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, რას ვიყიდი. ნაძვის ხის სათამაშოებისა და საახალწლო დეკორაციების საყიდლად კი ,,ბიბლუსი გალერეა“ ნამდვილად იდეალური ადგილია. როგორც სოფომ აღნიშნა, აქ წარმოდგენილი საახალწლო აქსესუარები 2017 წლის ტრენდებს სრულიად აკმაყოფილებს. რამაც ყველაზე მეტად გამახარა, ისაა, რომ ანალოგიური არჩევანი ბათუმშიც არის, მ. აბაშიძის #51-ში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში". ამ ინფორმაციით ჩემი ბათუმელი მეგობრებიც აღფრთოვანდნენ.