იჩქარეთ! ეს 20 რამ აუცილებლად უნდა მოიშოროთ ახალ წლამდე! - Marao

იჩქარეთ! ეს 20 რამ აუცილებლად უნდა მოიშოროთ ახალ წლამდე!

2023-11-30 20:37:11+04:00

2023 წელი დასასრულს უახლოვდება... დროა, გადავხედოთ გასულ წელს და გამოვიტანოთ დასკვნები, გადავაფასოთ ცხოვრებისეული ღირებულებები. რა უნდა ჩავაბაროთ წარსულს და რა წავიღოთ თან მომავალში?

შიში, შფოთვა, მოწყენილობა, სინანული - დროა, გავთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან! ახალი წლის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ შესაძლებლობა გეძლევათ, თავიდან დაიწყოთ ყველაფერი!

გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა უნდა მოიცილოთ ახალ წლამდე.

* გაუშვით აზრები, რომლებიც ხელს გიშლით, იგრძნოთ საკუთარი ძალა და შესაძლებლობები.

* გაუშვით დანაშაულის გრძნობა, რომელიც ხელს გიშლით, გააკეთოთ ის, რაც გსურთ.

* გაუშვით შიშები რაღაც უცნობის წინაშე. გადადგით ერთი პატარა ნაბიჯი და დაინახავთ, როგორ გაიხსნება ახალი გზები თქვენთვის.

* გაუშვით სინანული. ცხოვრების გარკვეულ მომენტში აზრი "ჩემთვის სულერთია" აუცილებელი იყოს თქვენთვის.

* გაუშვით შფოთვები. ნერვიულობა იგივეა, რაც მოითხოვო ის, რაც არ გჭირდება.

* გაუშვით ბრალდებები სხვების მიმართ. თავადვე აგეთ პასუხი საკუთარ ცხოვრებაზე. თუ რაიმე არ მოგწონთ, არის ორი ვარიანტი: ან მიიღო, ან შეცვალო.

* გაუშვით აზრები, რომ თქვენს თავს რაღაც ხდება. სამყაროს ისეთი სჭირდებით, როგორიც ხართ.

* გაუშვით აზრი იმაზე, რომ თქვენი ოცნებები უმნიშვნელოა. მუდამ მიჰყევით გულისთქმას.

* გაუშვით თვისება, მუდამ საკუთარ თავზე აიღოთ ყველა ვალდებულება. ნუ დახარჯავთ ამაზე ძალებს, პირველ რიგში, საკუთარ თავზე იფიქრეთ, რადგან თქვენ მნიშვნელოვანი ხართ.

* გაუშვით აზრი იმაზე, რომ სხვები თქვენზე ბედნიერები და წარმატებულები არიან. თქვენ იქ ხართ, სადაც საჭიროა და ცხოვრების გზა იხსნება საუკეთესო კუთხით.

* გაუშვით აზრი იმაზე, რომ სამყაროში ყველაფერი უნდა დაიყოს სწორზე და არასწორზე, შავზე და თეთრზე. დატკბით კონტრასტებით და დააფასეთ ცხოვრების მრავალფეროვნება.

* გაუშვით წარსული. დადგა დრო, იმოძრაოთ წინ და დაწეროთ ახალი ისტორია.

* გაუშვით აზრი, რომ იქ არ ხართ, სადაც საჭიროა. სწორედ საჭირო ადგილას ხართ, საიდანაც გაემართებით სასურველ ადგილას. უბრალოდ, ჰკითხეთ თავს, საითკენ გსურთ მოძრაობა.

* გაუშვით სიბრაზე ყოფილ შეყვარებულზე ან ოჯახის წევრებზე. ყველა ვიმსახურებთ სიყვარულს და ბედნიერებას. თუ სიყვარული დამთავრდა, არ ნიშნავს, რომ ის არ ყოფილა.

* გაუშვით სურვილი, გააკეთოთ მეტი და იყოთ მეტი, ვიდრე ხართ. დღესდღეობით თქვენ გააკეთეთ საუკეთესო, რაც შეგეძლოთ და ეს საკმარისია.

* გაუშვით სურვილი, იცოდეთ ყველაფერი წინასწარ. ყველაფერს გაიგებთ, როცა თქვენს გზაზე ივლით.

* გაუშვით ფულთან დაკავშირებული პრობლემები. შეადგინეთ გეგმა, რათა მოიშოროთ ვალები და განეწყვეთ ფინანსური კეთილდღეობისადმი.

* გაუშვით აზრი, იხსნათ და შეცვალოთ ადამიანი. თითოეულს თავისი გზა აქვს. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ, არის - იმუშაოთ საკუთარ თავზე და ნუ მიმართავთ ყურადღებას გარშემომყოფებზე.

* გაუშვით მცდელობა, ყველასგან დადებითი პასუხი მიიღოთ. თქვენი უნიკალურობა განსაკუთრებულს გხდით.

* გაუშვით საკუთარი თავისადმი სიძულვილი. თქვენ არ ხართ თქვენი სხეული და ციფრები სასწორზე. შეიგნეთ, ვინ ხართ და გახსოვდეთ, რომ სამყაროს ისეთი სჭირდებით, როგორიც ხართ. დააფასეთ საკუთარი თავი!