სპირტის გამოყენების 10 უნიკალური მეთოდი - Marao

სპირტის გამოყენების 10 უნიკალური მეთოდი

2018-07-31 14:17:41+04:00

სპირტი სადეზინფექციო საშუალებად გამოიყენება. მაგრამ იცით, რომ მან შეიძლება ძვირად ღირებული კოსმეტიკა ჩაანაცვლოს? სპირტის გამოყენების საშუალებებს ჩვენ გასწავლით

1. ბაღლინჯოებისგან გათავისუფლება

1_result

უსიამოვნო მწერებთან ბრძოლაში სპირტი დაგეხმარებათ. ჩაასხით ის პულივიზატორიან ბოთლში და დაასხურეთ ბალიშებსა და ლეიბებს. ბაღლინჯოებმა კვერცხების დადება იციან და ამის გამო პროცედურის ჩატარება რამდენჯერმე მოგიწევთ.

2. დეზოდორანტის ნაცვლად

2_result

თუ დეზოდორანტი თან არ აღმოგაჩნდათ მის ნაცვლად სპირტი გამოიყენეთ, რომელსაც იღლიებში შეისხურავთ. სპირტი გაანეიტრალებს ბაქტერიებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს წარმოქმნიან. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ, მისი ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება კანი გაგიღიზიანოთ.

3. ყინულის ტომარა

3_result

თუ სპირტს საყინულეში შეინახავთ, ის კი არ გაიყინება, ცივ მასად გადაიქცევა. ასეთი სპირტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივ კომპრესად. ჰერმეტულ პლასტიკურ პაკეტში ჩაასხით 1 წილი სპირტი და 2 წილი წყალი. შეფუთეთ და გაყინეთ. 1 საათის შემდეგ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ან კომპრესივით, ან საკვების (სასმლის)გასაცივებლად.

4. ტილების საწინააღმდეგოდ

4_result

თუ თქვენს პატარას ტილები გაუჩნდა, პულივიზატორიან ქილაში ჩაასხით სპირტი და რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი. ბავშვი გაიყვანეთ ჰაერზე (ეზოში, აივანზე) და დაასხურეთ სპირთი თავზე. მკვდარი ტილებისგან გასაცლელად ბავშვს თმა დავარცხნეთ. დეზინფექციის მიზნით სავარცხელი მინიმუმ 1 საათი უნდა გედოთ სპირტში.

5. ყურების გასაწმენდად

5_result

ბოლო დროს უმეტესობა ყურებს ბამბიანი ჩხირებით იწმინდავს. რის გამოც ყურში არსებული გოგირდი უფრო ღრმად შედის ყურის მილში. ყურების უსაფრთხო გასაწმენდად თეთრი ძმარი და სპირტი გამოიყენეთ. დაასველეთ მასში ბამბა და ჩაიდეთ ყურში.

6. ფრჩხილიდან ლაკის მოშორება

6_result

ლაკის მოსაშორებელი სითხეების უმეტესობა აცეტონს შეიცავს. ზოგს ალერგია აქვს მის სუნზე. სპირტმა შეიძლება ფრჩხილიდან ლაკი უსაფრთხოდ მოგაშორით. ეს ცოტა მეტ დროს დაგაკარგვინებთ, მაგრამ ფრჩხილებს ჯანმრთელობას შეუნარჩუნებთ.

7. ჩაბრუნებული თმის წინააღმდეგ

7_result

ჩაბრუნებული თმის მოცილება საკმაოდ რთულია. გაპარსვის შემდეგ კანი ადგილ-ადგილ წითლდება, სპირტი კი გაღიზიანებას მოგიხსნით, ანთებით პროცესს ჩაგიქრობთ.

8. კანის გასაწმენდად

8_result

კანის გასაწმენს კოსმეტიკურ საშუალებებში სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერებაც შედის. სპირტი კანს გაგიწმინდავთ და გაღიზიანებას მოგიხსნით. თუმცა, მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება კანი გაგიღიზიანოთ.

9. ჰერპესის წინააღმდეგ

9_result

პლანეტის მოსახლეობის 85 პროცენტი ჰერპესის მატარებელია. მის სამკურნალოდ გამოიყენეთ 70-პროცენტიანი იზოპროპილის სპირტი. ოღონდ, კონკრეტულად დაზიანებულ ადგილზე.

10. ხელების სადეზინფექციოდ

10_result

სპირტი საუკეთესო სადეინფექციო საშუალებად ითვლება. ის თავადაც შეგიძლიათ დაამზადოთ. ამისათვის დაგჭირდებათ 100 გრამი ალოე ვერა და 50 გრამი იზოპროპილის სპირტი. ნარევი საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა.