როგორი იქნება 2017 წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის - Marao

როგორი იქნება 2017 წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის

2016-12-12 10:51:26+04:00

2017 წლის 28 იანვარს წითელი ცეცხლოვანი მაიმუნი მხიარულად დაგვიქნევს ხელს და დაგვემშვიდობება, ის მართვის უფლებას გადასცემს წითელ ცეცხლოვან მამალს.
რა თქმა უნდა, ძალაუფლების შეცვლას მაშინვე ვერ ვიგრძნობთ, რადგან ორივე წლის სტიქიაც და ფერიც ერთნაირია. თუ წლის დასაწყისში მამალი მაიმუნის ნამოღვაწარზე დაკვირვებით შემოიფარგლება, გაზაფხულიდან უკვე გამოავლენს საკუთარ უფლებებს და გაგვაოცებს თავისი არაპროგნოზირებადი, სასიამოვნო სიურპრიზებით.

ვერძი

ვერძისთვის ეს წელი საკმაოდ სტაბილური იქნება, გაჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ მრავალმხრივ გაიუმჯობესოს ცხოვრება, მაგრამ გარკვეულ სირთულეებსაც ვერ გაექცევა. იმისათვის, რომ სასიკეთოდ შეიცვალოს, ვერძმა უნდა აღიაროს საკუთარი უარყოფითი თვისებები და იმუშაოს მათ გამოსწორებაზე. ეს წელი კარგია მომავლის დასაგეგმად. განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვისაც აქვს გარკვეული მიზანი და პირდაპირ მისკენ მიისწრაფვის.

კურო

კუროს ეს წელი ძალიან აქტიური ექნება. პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება მოუწევს, მთავარია, გააზრებულად იმოქმედოს. კარგი წელია ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. სასარგებლო იქნება, თუ სხვის რჩევებსაც გაითვალისწინებს, მაგრამ სიჯიუტე კარგს არაფერს მოუტანს. წლის მეორე ნახევრისთვის აქტივობის დონე საკმაოდ აიწევს. შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები ან გატაცებები.

ტყუპი

ძველი პრობლემების გადაწყვეტა, ოჯახური საქმეები - აი, რას მიანიშნებს 2017 წლის ჰოროსკოპი ტყუპს ცეცხლოვანი მამლის წელში. საქმეები მისდის წყნარად, ზედმეტი რყევების გარეშე. სიტუაციები განვითარდება თანაბარზომიერად...

კირჩხიბი

2017 წელს კირჩხიბებს დიდი ცვლილებები ელოდებათ. ასევე მოსალოდნელია, რომ მათ ცხოვრებამ გარკვეული გამოცდაც მოუწყოს. ნაცნობებმა და ახლობლებმა შეიძლება მათი კეთილშობილება ბოროტად გამოიყენონ, რამაც მათში შეიძლება მცირე ეგოიზმი გამოიწვიოს, რათა სადღაც ბოლოში არ აღმოჩნდნენ.

ლომი

წელი გაჯერებული იქნება ხიფათითა და ექსტრიმით როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. წელს ურთიერთობების გარკვევა სასურველი არ არის. სახიფათოა აგრეთვე სარისკო ოპერაციების ჩატარება, ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს.

ქალწული

ემოციურად საკმაოდ დატვირთული წელია, ნერვები უკიდურესად დაძაბულია, რამაც შეიძლება კონფლიქტამდე და აფეთქებამდე მიგიყვანოთ. გართულებულია ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. ამ შემთხვევაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ უნარი - დაგეგმოთ თქვენი დღე და რამენაირად მოახერხოთ გაღიზიანების შემცირება. ეს წელი სიკეთის მომტანი იქნება შემოქმედი ადამიანებისთვის, ასევე კარგია პროფესიული უნარების განვითარების თვალსაზრისით.

სასწორი

მოვლენებით დატვირთული წელია, მოსალოდნელია უთანხმოება ოჯახში, წინააღმდეგობები, რომელთა გადასალახავად დიდი ძალისხმევა დაგჭირდება. კარგი იქნება, თუ გაიაზრებთ და წარსულის შედეგებს შეაჯამებთ. ბრწყინვალედ დაგეხმარებათ ინტუიცია, რაც უამრავ პრობლემას გადაგაჭრევინებთ. სასწორებს ბევრი და აქტიური მუშაობა მოუწევთ, რისთვისაც დიდი ენერგიის ხარჯვა დასჭირდებათ, რასაც აღდგენა სჭირდება. ახალი წამოწყებების სამომავლოდ გადადება მოგიწევთ, რადგან ისინი განწირულია მარცხისათვის.. წაიკითხეთ სრულად