გლუვი სახის კანის საიდუმლო: სელის თესლისგან დამზადებული ლიფტინგ-ნიღაბი! - Marao

გლუვი სახის კანის საიდუმლო: სელის თესლისგან დამზადებული ლიფტინგ-ნიღაბი!

2016-12-13 13:07:37+04:00

სელის ზეთი - სამკურნალო პროდუქტია, მას მედიცინაში, კულინარიაში, ასევე, კოსმეტოლოგიაში იყენებენ. ეს საშუალება ფართოდ გამოიყენება სახის კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სელის ზეთი შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს, როგორებიცაა F, A და Е. ეს ვიტამინები ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს კანს, ასევე, იცავს ნაადრევი დაბერებისგან.

დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ უნიკალური ლიფტინგ-ნიღბის რეცეპტს, რომელიც სელის თესლისგან მზადდება. ეს კოსმეტიკური საშუალება ხელს უწყობს სახის ოვალის კორექციასა და პატარა ნაოჭების გასწორებას.

სელის ზეთი კანისთვის

ინგრედიენტები

• 1 ჩ.კ. სელის თესლი

• 60 მლ წყალი

მომზადების წესი

ჩაყარეთ სელის თესლი მინის ჭიქაში, დაასხით წყალი, რამდენიმე წუთის განმავლობაში შეანჯღრიეთ ნარევი.

დააფარეთ ნარევს ქაღალდის ხელსახოცი და დააყენეთ 2-3 საათით.

თესლი ამ ხნის განმავლობაში სასარგებლო ლორწოს გამოჰყოფს. დაწურეთ იგი და წაისვით ეს ნივთიერება ბამბის ტამპონით სუფთა სახეზე ან ყელზე.

წაისვით არანაკლებ 5 ფენისა, თითო ფენას აცადეთ გაშრობა.

льняное масло для лица маски

ყველა ფენის წასმის შემდეგ დახუჭული თვალებით წამოწექით 15-20 წუთით. შემდეგ დაიბანეთ სახე გვირილის თბილი ნაყენით და წაისვით მკვებავი საცხი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე. კურსი - მინიმუმ 15 ნიღაბი.