საქართველოში წელს ნაადრევად აცივდა. ზამთრის დადგომასთან ერთად, იმატა გაციებამ და სხვადასხვა ვირუსმა.
ვირუსი სიცოცხლის უჯრედული ფორმაა, რომელსაც მხოლოდ რომელიმე ცოცხალ ორგანიზმში შეჭრის შემდეგ შესწევს აქტიური გამრავლების უნარი. სადღეისოდ ცნობილია ადამიანისთვის საშიში რამდენიმე ასეული ვირუსი. ზოგიერთის მიმართ იმუნიტეტი რამდენიმე წელიწადს ნარჩუნდება, ზოგიერთისგან თავდაცვის უნარი კი ორგანიზმს საერთოდ არ შესწევს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გრიპის ვირუსია.
როგორ ვუმკურნალოთ გრიპსა და გაციებას? აფთიაქებში გაციების საწინააღმდეგო უამრავი საშუალებაა, თუმცა მათი უმრავლესობა უშუალოდ ავადმყოფობის დროს გამოიყენება და ნაკლებად პრევენციის მიზნით.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ გაციება და იმუნიტეტი გაიძლიეროთ, აუცილებელია, სწორად იკვებებოდეთ და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ვირუსების სეზონზე აუცილებელია ხშირად დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ ოთახი, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, მიირთვათ ჯანსაღი საკვები და ახალგამოწურული წვენები.
თუმცა, თუ შენიშნეთ, რომ გაციება გეწყებათ, ვიდრე სხვადასხვა სამედიცინო საშუალებას მიიღებდეთ, სპეციალისტები გირჩევენ, პროფილაქტიკის მიზნით ხალხური მეთოდები გამოიყენოთ.
საუკეთესო ამ შემთხვევაში თაფლი, ნიორი, სხვადასხვა ბალახის ჩაი, მწარე წიწაკა, ჯანჯაფილი და სპირტია.
ერთ-ერთი ძლიერი პროფილაქტიკური საშუალება კი წიწაკით გაზავებული სპირტიანი სასმელია. თუმცა, ხშირად ასეთ ნაყენს არცთუ სასიამოვნო გემო აქვს. ამიტომ სპეციალისტები გირჩევენ, ნაყენს ცოტაოდენი თაფლიც შეურიოთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ უხარისხო სპირტიანი სასმლისა და თაფლის შეძენა, უმჯობესია, უკვე მზა პროდუქტი შეიძინოთ. ამ სახით ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია არსებობს კომპანია Nemiroff-ის არაყი თაფლითა და წიწაკით. სასმლის შემადგენლობაში მოხვედრილი თაფლი ამსუბუქებს წიწაკის მოქმედებას. პროფილაქტიკის მიზნით სპეციალისტები გირჩევენ, „არაყი თაფლითა და წიწაკით“ ჭამამდე 20-30 გრამი მიიღოთ.
კომპანია „ნემიროვმა" მსოფლიოში პირველმა დაამზადა სასმელი თაფლისა და წიწაკის ნარევით.
არყის შემადგენლობაში გამოიყენება მწარე წიწაკა ჩილი, რომელიც კომპანიას ინდოეთიდან შემოაქვს. წიწაკა ბოთლში მთლიანად, ხელით თავსდება. Nemiroff-ის არაყში თაფლითა და წიწაკით ასევე გამოიყენება ბალახეული მცენარე ძიძო, რომელსაც ხალხურ მედიცინაში უძილობის, თავის ტკივილისა და ბრონქიტის დროს იყენებენ.
თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ გაციების დროს არაყი მხოლოდ საწყის სტადიაზე უნდა გამოიყენოთ, ვიდრე ტემპერატურა აგიწევთ. ყველა სხვა შემთხვევაში არყის დალევა მავნებელია.
გთავაზობთ არყით მკურნალობის რამდენიმე რეცეპტს
როგორ უნდა მიიღოთ თაფლისა და წიწაკის არაყი
100 გრამი Nemiroff „უკრაინული თაფლით და წიწაკით“ გაყავით ოთხ ნაწილად და დღეში 4-ჯერ ჭამის წინ 25 გრამი მიიღეთ.
თაფლის არაყი და ალოე
ეს რეცეპტი კარგია ხველებისა და გაციების დროს.
შემადგენლობა:
ალოე ვერა - 300 გრ
თაფლი - 4 სუფრის კოვზი
არაყი - 3 სუფრის კოვზი.
გაატარეთ ალოე ხორცის საკეპ მანქანაში, დაუმატეთ არაყი და თაფლი (შეგიძლიათ ამ შემთხვევაშიც გამოიყენოთ Nemiroff-ის წიწაკისა და თაფლის ნაზავი). მიიღეთ დღეში 3-ჯერ ხუთი დღის განმავლობაში, 1 სადილის კოვზი.
არყის კოქტეილი
20-40 გრამ არაყს დაუმატეთ 2-3 წვეთი ბოლოკის წვენი ან მდოგვი. ნაყენი მიიღეთ ძილის წინ და თბილად გაეხვიეთ საბანში. არაყი ხელს უწყობს გათბობასა და ოფლიანობას, ბოლოკი და მდოგვი კი ვირუსებს კლავს. მეორე დილით ადამიანი თავს უკეთესად და უფრო ენერგიულად გრძნობს.
არყით დაზელვა
კიდევ ერთი ძველი და პოპულარული მეთოდი გაციების წინააღმდეგ. სწორედ ასე ერეოდნენ ძველად ტემპერატურას. თუმცა, აუცილებელია, რომ დაზელვის პროცედურა სწორად ჩაატაროთ.
გახსოვდეთ, რომ ამ რეცეპტების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ გაციების საწყის ეტაპზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ აწუხებს.