ბრიტანელი მხატვარი დონალდ ტრამპის ფოტოების ფაბრიკაციას აქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ არის შანსი, ამის გამო უჩივლონ.
"არ მივიჩნევ, რომ ნებისმიერი მხატვარი ან სატირიკოსი, რომელიც მთავრობაზე არ მუშაობს, შეზღუდული უნდა იყოს თავისი აზრისა და შემოქმედების გამოხატვის თავისუფლებაში", - ამბობს ცნობილი ადამიანების ორეულების ფოტოგრაფი ელისონ ჯექსონი.
ბრიტანელი ფოტოგრაფი თავად აქვეყნებს მომავალი პრეზიდენტის ფოტოებს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ზომების მიღებით იმუქრება.
ჯექსონი ამბობს, რომ ადვოკატებმა გააფრთხილეს შესაძლო უსიამოვნებების თაობაზე. მან ვერ იპოვა გამომცემელი, რომელიც გარისკავდა არცთუ ისე სახარბიელო კოლექციის გამოცემას. კოლექცია შეიცავს ფოტოებს, სადაც დონალდ ტრამპი ოვალურ ოთახში "მის მექსიკასთან" სექსით არის დაკავებული; ასევე, კიმ კარდაშიანის, კენიე უესტისა და სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ფოტოებს.

"აღმაშფოთებელი იქნებოდა, ყველა მხატვარმა თავისი შემოქმედება რომ შეწყვიტოს, რადგან ეს ამერიკის პრეზიდენტს არ მოსწონს", - ამბობს ფოტოგრაფი.
თან დასძენს, მიუხედავად იმისა, რომ ცენზურა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებობს, ეს დასავლური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი არ არის.
"თუ ვინმე ხელს უშლის გამოხატვის თავისუფლებას... ე.ი. დიქტატურის პირობებში მუშაობთ, ასე არ არის?"
აი, ეს სასაცილო და სატირული ფოტოები დონალდ ტრამპის მონაწილეობით:





<div></div>
<div></div>
<div></div>
<div></div>