ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ცვლილება 2017 წელს - Marao

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ცვლილება 2017 წელს

2016-12-25 11:36:55+04:00

ვერძი

2017 წელს ყველაფერი კარგად გექნებათ.
მოზღვავებული ენერგიის წყალობით ყველა მიზანს მიაღწევთ. ჰარმონიულად გადაანაწილეთ თქვენი ძალები. ჩამოწერეთ მიზნები და სურვილები, რასაც გსურთ, რომ მიაღწიოთ. წარმატების შემდეგ, ცოტა ხანი შეისვენეთ და ახალი მიზნის მისაღწევად დაიწყეთ ბრძოლა.

კურო

პირადი ცხოვრება გექნებათ მოვლენებით დატვირთული. იყავით კეთილგონიერი. დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება უსიამოვნო ცვლილებები მოგიტანოთ. მოერიდეთ შეცდომებს და აქციეთ სურვილები რეალობად.

ტყუპი

საინტერესო შეხვედრებით დატვირთული წელი გელით. ეს ეხება პირად და საქმიან კავშირებსაც. ჩამოყალიბდით მისწრაფებებში და არაფერი შეგიშლით ხელს კარიერულ წინსვლაში. სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტად გამოავლინეთ სიყვარული. ხშირად მიმართეთ მედიტაცია გულის ჩაკრის გასახსნელად.

კირჩხიბი

მიუხედავად იმისა, რომ მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობთ, 2017 წელს მოსალოდნელია შემთხვევები, როცა იღბალი კომფორტის ზონიდან ამოგაგდებთ. თუმცა, კარდინალური ცვლილებები მოსალოდნელი არაა. სასიამოვნო მომენტებიც ბევრი გელით. ადვილად შეძლებთ ბინის კეთლმოწყობას, ოჯახის შექმნას.

ლომი

ცეცხლოვანი მამლის წელიწადში მუდამ ყურადღების ცენტრში იქნებით. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ, გააუმჯობესებთ საქმიან კავშირებს. თუმცა, სიფრთხილეც გმართებთ. უამრავი ადამიანი ეცდება რეპუტაცია შეგილახოთ. გრანდიოზული გეგმები გამოცდილ ადამანებთან ერთად განახორციელეთ.

ქალწული

ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოულოდნელად, ქუჩაში საბედოს გაიცნობთ. თუ მუდმივად იწუწუნებთ, რომ თქვენი გეგმები გემსხვრევათ, კარგს ვერაფერს მიაღწევთ. მოდუნდით და დატკბით იმ საჩუქრებით, რასაც იღბალი თქვენთვის გამოიმეტებს.

სასწორი

სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომელთა შორისაც იქნება თქვენი მომავალი მეორე ნახევარი. დაქორწინებულები გააუმჯობესებენ ურთიერთობას მეუღლეებთან. ეცადეთ, პირადმა საქმეებმა კარიერულ წინსვლაში არ შეგიშალოთ ხელი.

მორიელი

ცეცხლოვანი მამალი კარიერულ წინსვლას და შემოსავლის გაზრდას გპირდებათ. იქ, სადაც კოლეგები სირთულეებს ვერ დაძლევენ, თქვენ დაუბრკოლებლად მოაგვარებთ ყველაფერს. ყურადღება გმართებთ გარშემო მყოფების მიმართ. ყველას ნუ ანდობთ საიდუმლოებებს. მათ შეიძლება ბოროტად ისარგებლონ თქვენი სუსტი წერტილით. უამრავ ადამიანს გამოცდით ერთგულებაზე.

მშვილდოსანი

საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ და მისი განვითარების საშუალება მოგეცემათ. ნუ შეიზღუდავთ საკუთარ თავს. იყავით მზად სიახლეებისთვის და ხშირ-ხშირად ატარეთ ექსპერიმენტები.

თხის რქა

მოსალოდნელია სიტუაციები, როცა თქვენი ცხოვრება თავდაყირა დადგება. ამის მიზეზი თქვენი უკონტროლო გრძნობები გახდება. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებად დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ ჩააგდებთ საფრთხეში კარიერას. შეინარჩუნეთ შინაგანი ბალანსი.

მერწყული

მომავალ წელს სანუკვარი სურვილების ასრულება გელით. ისინი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგისრულდებათ. იყავით ყურადღებით და ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსებს, რომლებსაც სამყარო თქვენთვის გამოიმეტებს. მთავარია, გწამდეთ საკუთარი ძალების და გამარჯვების.

თევზები

ნუ ეცდებით მომავალი წლის დაგეგმვას. იღბალი მაინც შეიტანს მასში კორექტივებს. თუმცა, ნუ დანაღვლიანდებით. გავა დრო და მიხვდებით, რომ ცვლილებები სასიამოვნო ყოფილა. გაიხარეთ და დატკბით ცხოვრების ყოველი წუთით. ეს თქვენს ცხოვრებას მეტად საინტერესოსა და ბედნიერს გახდის.