როცა ტეხასელ ჯული ჰ-ს 50 წელი შეუსრულდა, მან თავისი შიშველი ფოტოების გამოქვეყნება საიტ DeviantArt-ზე დაიწყო, მხატვართა ინტერნეტსაზოგადოებაში.
ჯულიმ ახსნა, რომ ერთ დროს დიდი პირადი ტრაგედია გადაიტანა, რომლის შესახებაც არავის უყვება.
მისი სხეულის დემონსტრირების მიზანი გახლდათ ის, რომ დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის და სამყაროსთვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. თითოეული საკუთარ თერაპიას ირჩევს. როგორც ჩანს, ქალს ეს მეთოდი დაეხმარა.
ახლა ჯული 56 წლისაა. მას 90 ათასი მიმდევარი ჰყავს. მის სხეულზე ახალი ტატუები ჩნდება.
”არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩემზე. არასოდეს გადავუღივარ პორნოში, თუმცა მსგავს წინადადებებს რეგულარულად ვიღებ. მე მხოლოდ იმის დემონსტრირებას ვახდენ, რომ ადამიანის სხეული ნებისმიერ ასაკში შეიძლება ლამაზი იყოს”.