აირჩიეთ საახალწლო ნაძვის ხის ბურთი და გაიგეთ, რას გაჩუქებთ 2017 წელი - Marao

აირჩიეთ საახალწლო ნაძვის ხის ბურთი და გაიგეთ, რას გაჩუქებთ 2017 წელი

2016-12-29 13:47:29+04:00

გიყვართ საჩუქრები? აირჩიეთ ნაძვის ხის სათამაშო ბურთი და გაიგებთ, რას გაჩუქებთ ცეცხლოვანი მამალი 2017 წელს.

პირველი ბურთი - სიმდიდრე - ზღაპრულ სიმდიდრეს გპირდებათ 2017 წელი. ცეცხლოვანი მამალი დოლარებით და ევროებით აგავსებთ.

მეორე ბურთი - კეთილდღეობა - ფორტუნა გწყალობთ და წარმატება გელით ყველა სფეროში.

მესამე ბურთი - ძალაუფლება - უსიტყვოდ დაიმორჩილებთ გარშემო მყოფებს და საშუალება მოგეცემათ, იბატონოთ.

მეოთხე ბურთი - გაფურჩქვნა - მიიღებთ ყველაფერს, რაზეც ოცნებობდით. მატერიალური კეთილდღეობა და საქმეებში წარმატება გელით.

მეხუთე ბურთი - სიყვარული -  ახალი თაყვანისმცემლები გამოგიჩნდებიან; ძველებიც შეგახსენებენ თავს.

მეექვსე ბურთი - წარმატება -  რა საქმესაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ. იყავით მიზანმიმართული.