ბოლო დროს ქერა ლამაზმანი აქტიურად ჩაება ოჯახურ ბიზნესში და უძრავ-მოძრავი ქონების გაათმაგება გადაწყვიტა.
ელიტის ცნობილი და სკანდალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, ღმერთი სელებრითებს იმიტომ ავლენს ამქვეყნად, რომ მათ სიკეთე თესონ. 30 წლის ქერა ლამაზმანი ქველმოქმედებასა და თავისი ბიზნესის გაფართოებაზეა მობილიზებული, პირადი ცხოვრებისთვის აღარ სცალია. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა მან მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"მოვა დრო და ოჯახს შევქმნი, მეყოლება შვილები, მაგრამ ახლა მხოლოდ ბიზნესით ვარ დაკავებული. ასევე აქტიურად ვეწევი ქველმოქმედებას, ამ საქმეს დიდი ხანია სიამოვნებით ვაკეთებ."- ამბობს პერისი.
"ყოველდღე მადლობას ვწირავ ღმერთს და ვფიქრობ, რა ბედნიერებაა შეგეძლოს გასცე და გვერდში დაუდგე გაჭირვებულებს... ღმერთმა ხომ იმიტომაც შექმნა მდიდრები და უბრალოდ ადაიანები, რომ სიკეთე აკეთონ და მოხვეჭილი ქონება საჭიროებისამებრ გამოიყენონ."- განაცხადა ჰოლტონმა.
ამჟამად პერისი ფილიპინებზე იმყოფება საქმიანი ვიზიტით. ბოლო დროს ქერა ლამაზმანი აქტიურად ჩაება ოჯახურ ბიზნესში და უძრავ-მოძრავი ქონების გაათმაგება გადაწყვიტა. ამით პერისი ძალიან ამაყობს, მას ხომ "სისხლში აქვს" ეს საქმიანობა.
"ჩემმა დიდმა ბაბუამ ჰილტონ-ის სასტუმროების ქსელი დააარსა და ქონება ამით დააგროვა, ამ საქმეს ვაგრძელებ მეც და ძალიან ამაყი ვარ. როცა ჩემი ახალი პროექტის შესახებ გაიგო, ბაბუამ დამირეკა და მითხრა: "ვამაყობ ჩემი უფროსი შვილიშვილით, შენ უკვე იმდენს მიაღწიე. ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, როცა ვხედავ, როგორ აფართოებ ამ ბიზნესს,"- განაცხადა პერის ჰილტონმა პრესკონფერენციაზე.
იხილეთ ფოტოგალერეა