დროა, გადაყაროთ სალათები - საახალწლო კერძების შენახვის ვადები - Marao

დროა, გადაყაროთ სალათები - საახალწლო კერძების შენახვის ვადები

2020-01-03 10:04:52+04:00

მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისები ირწმუნებიან, ოჯახს ერთი კვირის განმავლობაში ერთ ქვაბ "ოლივიეს" ვამყოფინებთო, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში - ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

აი, მზა პროდუქტების მაცივარში შენახვის ოფიციალური ვადები 4-6 გრადუსის ტემპერატურაზე:

"ვინეგრეტი", სალათა (შეუკაზმავი)

  • 18 საათი

"ვინეგრეტი" (შეკმაზული)

  • 12 საათი

ლაბა ,”ხალადეცი”

  • 12 საათი

მოხარშული ხორცი

  • 24 საათი

მოხარშული ან შემწვარი წიწილა

  • 48 საათი

სოსისი, სარდელები

  • 48 საათი

ტორტი

  • 36 საათი

მიაქციეთ ყურადღება: ეს საათები გათვლილია იმ პროდუქტებზე, რომლებიც მომზადებისთანავე მაცივარში მოათავსეს და არ გააჩერეს ოთახის ტემპერატურაზე, მინიმუმ 6 საათით, და მხოლოდ დილით შეინახეს მაცივარში.