თმიანი იღლიით წითელ ხალიჩაზე - 26 წლის მსახიობის თამამი განაცხადი "ოქროს გლობუსზე" - Marao

თმიანი იღლიით წითელ ხალიჩაზე - 26 წლის მსახიობის თამამი განაცხადი "ოქროს გლობუსზე"

2017-01-09 11:58:31+04:00

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რიგით 74-ე ცერემონია მსახიობმა ჯიმი ფელონმა გახსნა.

ტრადიციულად, პაპარაცებმა ყველაზე საინტერესო კადრები წითელ ხალიჩაზე გადაიღეს. ექსკლუზიური კაბები, ძვირფასი სამკაულები და ტრენდული ვარცხნილობა - ჰოლივუდელი მსახიობები ფოტოგრაფებისთვის რამდენიმე საათი პოზირებდნენ.

პაპარაცების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 26 წლის მსახიობმა ლოლა კირკიმ, თუმცა ამის მიზეზი არა მისი ვარდისფერი ყვავილებიანი კაბა, არამედ თმიანი იღლია აღმოჩნდა. სერიალის - "მოცარტი ჯუნგლებში" ვარსკვლავი თამამად პოზირებდა წითელ ხალიჩაზე და ცდილობდა, კარგად დაენახვებინა პაპარაცებისთვის მისი "საპროტესტო მანიფესტი". სხვათა შორის, ის უკვე მეორედ წარდგა "ოქროს გლობუსის" წითელ ხალიჩაზე თმიანი იღლიით. გაგრძელება + ფოტო