როგორც ამბობენ, ცეცხლი ნაპერწკლის გარეშე არ ჩნდებაო - ცნობილია, რომ ეს ორი ქალბატონი დიდი ხანია ერთმანეთს მტრობს. სხვადასხვა დროს ნატალიაც და თინაც ერთი მამაკაცის, მილიარდერ სულეიმან კერიმოვის საყვარლები იყვნენ.
რუსმა მომღერალმა თინა კანდელაკზე თამამი მოსაზრება გამოთქვა. საქმე ისაა, რომ ნატალია ვეტლიცკაიამ თინა კანდელაკის გაზეთ "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუზე გააკეთა კომენტარი. სტატიაში კანდელაკი ყვება, როგორ მიაღწია საქრთველოდან ჩასულმა უბრალო გოგონამ: "მე არ ვგავარ ირინა სალტიკოვას, ვეტლიცკაიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მათსავით საყვარლების დახმარებით არ შევჭრილვარ რუსულ ბომონდში. ერთადერთი გზა, რომლითაც ყველაფერს მივაღწიე - საკუთარ თავზე დაუღალავი შრომა იყო!" - ამბობს ტელეწამყვანი.
სწორედ ამ სიტყვებმა გააოცა და აღაშფოთა რუსი მომღერალი, რაზეც ასეთი კომენტარი გააკეთა: "თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ ეს ქალი ჭკუით არ ბრწყინავდა, რაზეც ჩემს ერთ-ერთ პოსტშიც ვილაპარაკე, მაგრამ საქმე უარესად ყოფილა: ის სულმთლად სულელი აღმოჩნდა. მხოლოდ სამჯერ მყავს ცხოვრებაში ნანახი: 2 ინტერვიუ, პლუს 30 წამიანი ურთიერთობა ერთ-ერთ საღამოზე World Class-ში. რას ვიფიქრებდი, რომ მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი ჩემზე ამხელა წარმოდგენა შექმნოდა" - განაცხადა ვეტლიცკაიამ.
როგორც ამბობენ, ცეცხლი ნაპერწკლის გარეშე არ ჩნდებაო - ცნობილია, რომ ეს ორი ქალბატონი დიდი ხანია ერთმანეთს მტრობს. სხვადასხვა დროს ნატალიაც და თინაც ერთი მამაკაცის, მილიარდერ სულეიმან კერიმოვის საყვარლები იყვნენ. ვეტლიცკაია და კარიმოვი რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთადაც ცხოვრობდნენ და ამბობენ, მას ქალიშვილიც ჰყავს ბიზნესმენისგანო.
მიუხედავად ამისა, მომღერლისა და მილიარდერის კავშირი დიდხნიანი არ ყოფილა, კაცმა რომანი მალე პრიმაბალერინა ნატალია ვოლოჩკოვასთან გააბა. ბალერინაც მალე მობეზრდა ბიზნესმენს და ახლა თინა კანდელაკზე გადაერთო, რომელთან ერთადაც 2006 წელს ნიცაში მომხდარ გახმაურებულ ავტოკატასტროფაში მოყვა.