როგორ გავზარდოთ სახლში ტიტა - ჩვენ ვიცით საიდუმლო - Marao

როგორ გავზარდოთ სახლში ტიტა - ჩვენ ვიცით საიდუმლო

2017-01-17 13:52:23+04:00

წარმოიდგინეთ, თოვს ან ცუდი ამინდია, რაფაზე კი თავს იწონებს ლამაზი ტიტა, რომელიც თქვენ გამოზარდეთ.

იმისათვის, რომ ტიტა გაზარდოთ, დაგჭირდებათ ტიტის ბოლქვი, ლამაზი ქოთანი, ეს შეიძლება იყოს მინის დეკორატიული ვაზაც, მინის ფერადი ბურთულები, ქვები და წყალი.

ტიტის წყალში გამოზრდის პროცესი

1. ოთახში გამოსაზრდელად ტიტის საუკეთესო ჯიშებია Pink Impression, Monte charlo, Ad Rem, Princess Victoria. შეარჩიეთ ფერები თქვენი სურვილის მიხედვით.

как вырастить тюльпаны фото

2. ტიტის ბოლქვები 1-2 კვირით მაცივარში მოათავსეთ, ოღონდ ვაშლისგან მოშორებით, თორემ მცენარე აღარ იყვავილებს.

3. ქოთანში ჩაყარეთ კენჭები, ფერადი ბურთულები, დაასხით წყალი, თითქმის ბოლომდე.

4. ქვებზე მოათავსეთ ბოლქვი, წანაზარდით ზევით. დაუშვებელია, რომ ბოლქვი წყალში ჩადოთ, ასე იგი დალპება.

как вырастить тюльпаны фото

5. ბოლქვიანი ქოთანი რამდენიმე დღით სიცივეში დადგით, შემდეგ კი მზეზე გადაიტანეთ.

как вырастить тюльпаны в воде

6. რამდენიმე ხანში თქვენი ტიტა გაიხარებს და ლამაზი ყვავილითაც გაგაბედნიერებთ.

как вырастить тюльпаны без земли