არა, ეს "კარადაში დამალული ჩონჩხი "არ არის, ეს, უბრალოდ, თქვენს რეპუტაციასა და ურთიერთობებს დაეხმარება.
1. კომპლექსები გარეგნობის თაობაზე
არ არსებობს ქალი, რომელიც ბოლომდე კმაყოფილია თავისი გარეგნობით. უბრალოდ, ჭკვიანი ქალი ხაზს არ უსვამს და ყოველ ნაბიჯზე არ ყვირის, თუ რა არ მოსწონს თავის გარეგნობაში და ამით კიდევ უფრო არ იქცევს ყურადღებას ნაკლზე.
2. ურთიერთობის ყველა დეტალი
ორშაბათს ბედნიერი ხართ, სამშაბათს ყველაფერი მოგბეზრდათ, ოთხშაბათს ყველაფერი რთულადაა, მაგრამ ხუთშაბათს მგზნებარე კოცნამ ყველაფერი გამოასწორა, პარასკევს კი კვლავ შეყვარებული ხართ. თქვენთვის ეს კარგია, მაგრამ როცა მეგობრებს ამ ყველაფერს უყვებით, ისინი ფოკუსირებას მხოლოდ ცუდზე ახდენენ, ეს კი თქვენი ურთიერთობის რეპუტაციას ლახავს.
3. ის მომენტი, როცა დაშორებისას ცოტა ზედმეტი მოგივიდათ
როცა მილიონი მესიჯი მისწერეთ, კარზე უბრახუნეთ, იტირეთ და ა.შ. ეს კარგი არაა, მაგრამ ხდება. უბრალოდ, ნუ მოუყვებით ამას სხვებს. ერთხელაც ეს თქვენ წინააღმდეგ იმოქმედებს.
4. მამაკაცების რაოდენობა, ვისთანაც სექსი გქონდათ
წარსული ყველას აქვს, უბრალოდ, წინ იმოძრავეთ. ციფრის მიხედვით ვერ იმსჯელებ: ერთს 5 მამაკაცი ჰყავდა და თითოეულთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა, მეორეს კი - სამი და ისინი ერთი კვირის განმავლობაში გამოიცვალა. ყველაფერი შედარებითია.
5. როგორ უთვალთვალებთ ვინმეს ონლაინ
საიდუმლოს არ წარმოადგენს,რომ ჩვენ ყოფილების ან პოტენციური შეყვარებულების გვერდებს ვსტუმრობთ, რათა მეტი გავიგოთ მათ შესახებ. თქვენთვის დაიტოვეთ ეს ამბავი.
6. რომ ამას უკეთ გააკეთებთ
ნუ ეტყვით სხვებს, რომ ამის გაკეთება უკეთ შეგიძლიათ, თუნდაც დახმარება გსურდეთ.
7. რომ ჯერ კიდევ ყოფილზე ფიქრობთ
ეს შეგიძლიათ უთხრათ დაქალს ან დედას, მაგრამ არა ახალ მამაკაცს, თუნდაც მას თქვენი კარგად ესმოდეს.
8. რამდენ ფულს გამოიმუშავებთ
ფული - რთული თემაა, რომელიც სხვადასხვა გრძნობას იწვევს: შფოთვიდან დაწყებული, ეჭვიანობითა და განსჯით დამთავრებული.
9. თქვენი აზრი მამაკაცის ოჯახსა და მეგობრებზე
თუ ძალიან საშიშები და საშინლები არ არიან, არ ღირს თქვენი პირადი კონფლიქტების გაზიარება თქვენს მამაკაცთან. თუ მას არჩევანის გაკეთება მოუწევს, ის თქვენ სასარგებლოდ არ იქნება.
10. სხვისი საიდუმლოებები
ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება.