10 პროდუქტი იმუნიტეტის ასამაღლებლად - Marao

10 პროდუქტი იმუნიტეტის ასამაღლებლად

2017-01-21 12:14:16+04:00

მზის ნაკლებობა, სიცივე და ვირუსები გაცივებისკენ გვიბიძგებს. ეს რომ არ მოხდეს ჩართეთ თქვენს რაციონში შემდეგი პროდუქტები:

1. მაწონი - აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას. სასარგებლო ბაქტერების დახმარებით ადამიანი სწრაფად გამოჯანმრთელდება.

2. ნიორი - ებრძვის ინფექციებს და მავნე ბაქტერიებს. მიირთვით დღეში 1 კბილი.

3. ქათმის ბულიონი - ამცირებს ანთებას, ათხიერებს ნახველს. ხველებისა და ბრონქიტის დროს დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.

4. ჩაი - ებრძვის ვირუსებს. შავიც და მწვანეც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც სასარგებლოა ზოგადად ორგანიზმისთვის. შეიცავს იმუნიტეტის ასამაღლებელ ინტერფერონს.

5. სოკო - ორგანიზმს ლეიკოციტების წარმოქმნაში უწყობს ხელს, რაც ინფექციებს ებრძვის. ძველად სოკო ნატურალურ იმუნოსტიმულატორად ითვლებოდა.

6. ციტრუსები - C ვიტამინის დახმარებით ებრძვის გაცივებას. თუ გაყინული მარწყვი გაქვთ, მოიმზადეთ მარწყვისა და ციტრუსების სმუზი.

7. ბრიუსელის კომბოსტო -თიმუსის ჯირკვლის დამცველია. ის კი იმუნიტეტს აკონტროლებს. მიირთვით კვირაში რამდენჯერმე.

8. შვრიის ფანტელის ფაფა - მდიდარია ანთებსაწინააღმდეგო ნივთიერებებით. მისი წყალობით იარები სწრაფად შეგიხორცდებათ. თუ ანტიბიოტიკებს სვამთ, ორგანიზმს მათ სწრაფ შეთავსებაში დაეხმარება.

9. სტაფილო, გოგრა - ბეტა-კაროტინით მდიდარი პროდუქტები, აუმჯობესებენ იმუნურ უჯრედებს, ორგანიზმს ათავისუფლებენ მავნე რადიკალებისგან. დაგიცავენ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებისგან.

10. შავი შოკოლადი - თუთიის წყაროა. მიირთვით დიდი რაოდენობით კაკაოს და ნაკლებ შაქრის შემცველი.

იხილეთ ასევე: 6 პროდუქტი, რომელთა დახმარებით ნამდვილად გააძლიერებთ იმუნიტეტს

დიეტა იმუნიტეტისთვის: ჭამეთ ეს 20 პროდუქტი და არ იავადმყოფებთ!