გრძელი თმის უამრავი ხერხით დავარცხნაა შესაძლებელი, მაგრამ თუ თქვენი თმა მხოლოდ მხრებამდეა ჯერ გაზრდილი და არ იცით, რა მოუხერხოთ, მშვიდად იყავით, ჩვენ გასწავლით რამდენიმე მეთოდს ლამაზი ვარცხნილობის გასაკეთებლად:
1. მაღალი კვანძი
შეიკარით მაღალი კუდი. არა უშავს, თუ თმის ქვედა ნაწილი ჩამოიშლება. კუდი დაიწანით ისე, როგორც გამოვა, დაამაგრეთ რეზინით. შემოიხვიეთ ნაწნავი კუდის თავში, დააფიქსირეთ თმის სამაგრებით. აიღეთ ფართო ლენტი ან თხელი შარფი, მათი დახმარებით აიწიეთ ჩამოცვენილი თმა და შეიკარით შუბლზე.
2. მხიარული კიკინები
შეიკარით ორი მაღალი კუდი. თითოეული დაიხვიეთ კუდის თავში, დააფიქსირეთ თმის სამაგრებით. თუ თმა ჩამოიშალა - დატოვეთ, ასე უფრო საყვარლად გამოიყურება.
3. ბოხოს სტილში
დაყავით თმა 4 ნაწილად: თავიდან განაცალკევეთ უკანა და წინა ნაწილები, შემდეგ ყოველი ნახევარი ნაწილი - კიდევ სწორ სექციებად. ქვედა ნაწილები ჟგუტით დაიხვიეთ და დააფიქსირეთ თმის სამაგრებით. წინა ნაწილები დაყავით სწორად, დაივარცხნეთ და ყურებს უკან გადაიწიეთ თავისუფალ ტალღად.
4. დაბალა შეკრული თმა
შეიკარით კუდი დაბლა. რამდენჯერმე დაიხვიეთ კუდის თავთან და დააფიქსირეთ თმის სამაგრებით. თმა ცოტათი აიჩეჩეთ: რაც უფრო დაუდევარი - მით უკეთესი!
5. ნახევარკვანძი
ასეთი ვარცხნილობა დაუბანელი თმისთვის მისწრებაა. ზედა ნაწილი შეიკარით რეზინით. გაატარეთ კუდი რეზინში კიდევ ერთხელ და დატოვეთ თმის თავისუფალი კვანძი. მზადაა!
6. დაწნული "ჩოლკა"
თუ "ჩოლკა" საკმაოდ გაგეზარდათ - დაიწანით, ბოლო კი დააფიქსირეთ თმის სამაგრით. გაიმეორეთ მეორე მხარესაც მსგავსად, ორივე ნაწნავის ბოლო კი კეფაზე დაამაგრეთ. გამოყავით თმის რამდენიმე ნაწილი და დაფარეთ მიმაგრების ადგილი.
7. ბალერინას ვარცხნილობა
უმჯობესია, თმა სველი იყოს: შეიკარით კუდი და შემოიხვიეთ თმა კუდის თავში. ნუ დაელოდებით, სანამ თმა გაშრება - მოასხით თმის ლაქი. ამგვარად თმა არ ჩამოიშლება და დიდხანს დაფიქსირდება.