29 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს, მაღალმთაში კი ქარბუქია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში დღისით 0 გრადუსია.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-4 გრადუსი; მთიან რაიონებში დღისით - -6-1 გრადუსი; მაღალმთიან რაიონებში დღისით -7;-2 გრადუსია.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს -2;+3; მთიან რაიონებში დღისით - -6-1; მაღალმთიან რაიონებში დღისით -10;-5.
29 იანვარს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელებას პროგნოზირებენ. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. გაგრძელება