როგორ მოვიცილოთ ცხიმი ყველაზე რთული ადგილებიდან - 5 ვარჯიში, რომელიც მუშაობს - Marao

როგორ მოვიცილოთ ცხიმი ყველაზე რთული ადგილებიდან - 5 ვარჯიში, რომელიც მუშაობს

2017-02-01 11:36:38+04:00

ზედმეტი კილოგრამი მოულოდნელად არ ჩნდება, ის წლობით გროვდება.
ერთ მომენტში ხვდებით, რომ გასუქდით და დროა, გახდეთ. ცხიმი, როგორც წესი, რთულ ადგილებში დგროვდება, მაგრამ სწორად შერჩეული ვარჯიშებით მისგან ადვილად გათავისუფლდებით.

პრობლემური ადგილი - ბეჭები

1e7ccb5c39e5a76f959dd7d17666df33

იმისათვის, რომ პრობლემური ადგილი გაიხდუნოთ, შემდეგი ვარჯიში გააკეთეთ: ჩამოჯექით სკამზე, მარცხენა ფეხით და მარცხენა ხელით დაეყრდებით სკამს. აიღეთ 2-კილოგრამიანი ჰანტელი. დასწიეთ დაბლა და ნელა ასწიეთ მკლავში გაშლილი ხელით. გააკეთეთ 2-3 შესრულება, 15-20-ჯერ ორივე ხელზე.

პრობლემური ადგილი - ბარძაყები

Lipofil_007

დაწექით ერთ გვერდზე და გამართული ფეხი მაღლა ასწიეთ. გააკეთეთ 2-3 შესრულება, 20-25-ჯერ.

დადექით ოთხზე, იდაყვები იატაკს მიაბჯინეთ. გაჭიმული ფეხი რაც შეიძლება მაღლა ასწიეთ. გააკეთეთ 2-3 შესრულება, 20-25-ჯერ თითო ფეხზე.

პრობლემური ადგილი - მხრები

დადექით სკამთან ზურგით, დაეყრდენით საჯდომს ხელებით და ჩაბუქნეთ. გააკეთეთ 2-3 შესრულება, 15-ჯერ.

პრობლემური ადგილი - იღლიები

9bfgoxyc

დაწექით ზურგზე, აიღეთ 2-კილოიანი ჰანტელი, ასწიეთ ხელები მკერდის წინ, გასწიეთ გვერდებში, მაგრამ ხელები არ დაადოთ იატაკზე. გააკეთეთ 2-3 შესრულება, 15-20-ჯერ.

პრობლემური ადგილი - გვერდები, მუცელი

დაწექით ზურგზე, ხელები დაიწყვეთ თავის ქვეშ, ფეხები მუხლებში მოხარეთ. ასწიეთ სხეულის ზედა ნაწილი რაც შეიძლება მაღლა. გააკეთეთ 2-3 შესრულება, 15-20-ჯერ.

დაწექით გვერდულად, ფეხები მუხლებში მოხარეთ. ზედა ხელი წინ გასწიეთ, ქვედა თავქვეშ ამოიდეთ. ასწიეთ სხეულის ზედა ნაწილი რაც შეიძლება მაღლა. გააკეთეთ 2 შესრულება, 10-15-ჯერ, ყოველ მხარეს.

იხილეთ ასევე: უნიკალური იაპონური მეთოდი: როგორ შევამციროთ წელის გარშემოწერილობა 1,5 ზომით დიეტისა და ვარჯიშის გარეშე