ჩამოკიდებული ლოყები! სახის კონტურის გასწორება ინიექციებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე - Marao

ჩამოკიდებული ლოყები! სახის კონტურის გასწორება ინიექციებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე

2017-02-02 12:45:05+04:00

დროთა განმავლობაში კანი ელასტიკურობას და სიმკვრივეს კარგავს, შედეგად კი - სახის მკვეთრი კონტური იშლება. ჩნდება ტომრები თვალის ქვეშ, ღაბაბი და... ჩამოკიდებული ლოყები. ამიტომაც აჯობებს, სახის კანის მოვლა დიდი ხნით არ გადადოთ.

ჩამოკიდებული ლოყები

კანის დაბერების შეჩერება შეუძლია ნიღბებს ლიფტინგ-ეფექტუთი. განსაკუთრებით სასარგებლო კომპონენტებად ითვლება ამ მიზნისთვის სამკურნალო ტალახი და კოსმეტიკური თიხა.

ნებისმიერი, დამჭიმავი ეფექტის მქონე საშუალების გამოყენებისას საჭიროა იწვეთ, რათა კანი დაბლა არ ჩამოიჭიმოს. ასევე, ამ პროცედურის დროს არ შეიძლება ლაპარაკი: მიმიკური ნაოჭების წარმოქმნისას ნიღაბი თანაბრად არ დაიდება სახეზე.

ტალახის ნიღაბი

ინგრედიენტები:

მშრალი სამკურნალო ტალახი

წყალი

მომზადება და გამოყენება:

1. შეურიეთ პატარა ჯამში ცოტაოდენი კოსმეტიკური ტალახი და თბილი წყალი.

обвисшие щеки убрать

2. უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა და წაისვით სველ სახის კანზე.

обвисшие щеки убрать

3. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილის ნაყენით.

სამკურნალო ტალახს დამჭიმავი და დამამშვიდებელი თვისება აქვს. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასევე, კანის ნივთიერებათა ცვლას.

ნიღაბი თეთრი თიხისა და თაფლისგან

ინგრედიენტები:

1 ჩ/კ თაფლი

1 ჩ/კ თეთრი კოსმეტიკური თიხა

½ ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადება და გამოყენება:

1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი პატარა ჯამში.

обвисшие щеки убрать

2. წაისვით ნიღაბი თხელ ფენად სახეზე.

обвисшие щеки убрать

3. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიწმინდეთ კანი ლიმონის ნაჭრით.

ასევე იხილეთ:

ადვილად მოსამზადებელმა გამაახალგაზრდავებელმა ნიღაბმა ყველა რეკორდი მოხსნა