კეფირი ჭარხლით: მინუს 5 კგ 1 კვირაში! წონაში დაკლების რეალური საშუალება! - Marao

კეფირი ჭარხლით: მინუს 5 კგ 1 კვირაში! წონაში დაკლების რეალური საშუალება!

2019-08-27 10:49:16+04:00

კეფირისა და ჭარხლის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი, მაგრამ ძალიან ეფექტურია: ნაწლავების გაწმენდა, ტოქსინების გამოდევნა და წონაში კლება.

3-დღიანი დეტოქსი გეხმარებათ 4-დან 7 კილოგრამამდე ზედმეტი წონის მოცილებაში. შედეგი სხეულის აგებულებასა და წონაზეა დამოკიდებული.

კეფირი და ჭარხალი

ეს დიეტა საკმაოდ მწირ რაციონს გულისხმობს. 1 კგ მოხარშული ჭარხალი, 1,5 ლიტრი უცხიმო კეფირი, 1,5-2 ლიტრი წყალი - ეს გახლავთ პროდუქტების დღიური ნორმა. დიდი ოდენობით წყალი საჭიროა იმისთვის, რომ ორგანიზმი არ დასუსტდეს, რადგან შლაკებთან ერთად დიდი ოდენობით სითხეც გამოდის.

  • მითითებული რაოდენობა 5-6 მიღებაზეა გათვლილი. შეგიძლიათ ჭარხალი და კეფირი დააბლენდეროთ და მიირთვათ კოქტეილის სახით.

3-დღიანი მკაცრი დიეტის შემდეგ რაციონში ჩართეთ მოხარშული ხორცი და თევზი (400 გრ დღეში, 3 მიღებად დაყოფილი). ასევე, მომდევნო 4 დღის განმავლობაში სასარგებლოა ვაშლისა და ციტრუსის მიღება. შედეგი კი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

ორგანიზმის მსგავსი გაწმენდა საკმაოდ რადიკალური ზომაა. ამიტომ, თუ ღვიძლის, კუჭის ან თირკმელების მუშაობაში დარღვევები გაქვთ, უმჯობესია, თავი შეიკავოთ.