როგორ გავხდეთ ელეგანტური და მოდური იაფად? - Marao

როგორ გავხდეთ ელეგანტური და მოდური იაფად?

2017-02-08 15:47:07+04:00

„სილამაზისა და ელეგანტურობისთვის, თანამედროვე მსოფლიოში აუცილებელი აღარ არის სიმდიდრე.
გემოვნებიანი სამოსი ყველა სოციალური ფენისთვის განკუთვნილ მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ, მთავარია მონდომება და სტილის შეგრძნება“ - ეს სიტყვები "შანელის" ხელმძღვანელს, ლეგენდარულ დიზაინერ კარლ ლაგერფილდს ეკუთვნის.

მართლაც, სამოსის სწორად შერჩევის შემთხვევაში, ფასსა და ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს.

სამოსის სწორად და ეკონომიურად შერჩევაში კი დღეს vivus.ge-ს ბლოგი დაგეხმარებათ და შემოგთავაზებთ რამდენიმე ეფექტურ რჩევას.

რჩევა N1 - არ არის აუცილებელი, თავიდან ბოლომდე ბრენდებით იყოთ შემოსილი.

ეფექტის მოსახდენად საკმარისია, გემოვნებით შეუხამოთ ცნობილი დიზაინერის მიერ შექმნილი ქამარი, შარფი ან რაიმე სხვა აქსესუარი უბრალო სამოსს.

მოგეხსენებათ, შარფი და ქამარი კაბაზე უფრო იაფი ღირს, ეფექტი კი თითქმის ერთნაირია.

რჩევა N2 - უარი თქვით სინთეტიკაზე.

სანამ სამოსს შეიძენთ, შეამოწმეთ ეტიკეტი. თუ მატერიის შემადგენლობაში სინთეტიკის წილი 20%-ზე მაღალია, მაშინ ეს ის არ არის, რისი ყიდვაც ღირს.

სპეციალისტთა განმარტებით, სინთეტიკა სამოსს იაფფასიან იერს აძლევს. თანაც, ასეთი სამოსი არც გამძლეობით გამოირჩევა.

რჩევა N3 - უარი თქვით პრეტენზიულ სამოსსა და აქსესუარებზე.

მყვირალა სამოსი, რომელიც დღეს მოდის პიკშია, მალე გამოაკლდება ტენდენციების სიას და გახდება გამოუსადეგარი. თანაც, ასეთი სამოსისთვის შესაფერისი ფეხსაცმლისა და ჩანთის შერჩევაც რთულია.

სჯობს არჩევანი შეაჩეროთ უნივერსალურ სამოსზე, რომელიც ნაკლებად მოდურია, მაგრამ ელეგანტური იერის შექმნაში დიდი ხნის განმავლობაში დაგეხმარებათ.

რჩევა N4 - უარი თქვით უხარისხო ბიჟუტერიაზე.

შესაძლოა, ძვირად ღირებული სამკაულების ფული არ გქონდეთ, მაგრამ თუ ხარისხიან ბიჟუტერიაზე შეაჩერებთ არჩევანს, ელეგანტური და მდიდრული იერი გარანტირებული გაქვთ.

რჩევა N5 - იპოვეთ კარგი მკერავი.

თუ შეძლებთ, იპოვოთ მკერავი, რომელიც ხარისხიან სამოსს დაბალ ფასად კერავს, ჩათვალეთ, ძალიან იღბლიანი ხართ და საერთოდ აღარ გჭირდებათ მაღაზიებში ფასდაკლების სეზონის ლოდინი.

პირადი მკერავი საშუალებას მოგცემთ, გახდეთ ინდივიდუალური და შეიკეროთ თქვენი სხეულის პარამეტრებისთვის შესაფერისი სამოსი.

ინდივიდუალიზმის და ტანზე მოხდენილად დამჯდარი სამოსი კი მოდიდან არასოდეს გადადის.

დაბოლოს, შეგახსენებთ, ფულის ნაკლებობის შემთხვევაში, პრობლემის მოგვარების საუკეთესო ალტერნატივა გახლავთ ონლაინსესხები. მათ შორის საუკეთესო არჩევანი კი გახლავთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე, ლიდერი კომპანია vivus ge.

50-დან 650 ლარამდე onlain sesxi თქვენ სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ ვებგვერდზე www.vivus.ge.

R