მშრალი ხველის სამკურნალო რეცეპტები - Marao

მშრალი ხველის სამკურნალო რეცეპტები

2017-02-09 15:28:04+04:00

მშრალი ხველის შეტევა, განსაკუთრებით, ღამით, გარკვეულწილად საფრთხის შემცველია.
არაპროდუქტიული ხველის შეტევამ შესაძლოა აპნოემდე მიიყვანოს ადამიანი. აპნოე სუნთქვის შეჩერებაა. მშრალი ხველის პროცესი თავისთავად იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, რომლებსაც თან ახლავს გულისრევა, ქოშინი, ზოგჯერ მოხრჩობის (მოგუდვის) შეგრძნება. მშრალი ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გულის უკმარისობა, ალერგია, ყივანახველა და სხვ.

მშრალი ხველის დროს კარგ შედეგებს იძლევა ხალხური (არატრადიციული) მედიცინის მეთოდები. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

მოზრდილებთან ხველის შეტევას ეფექტურად ხსნის ჭინჭრის ნაყენი. აიღეთ 2 სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული გამომშრალი ჭინჭრის ფოთოლი. დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი ან სპირტი. გააჩერეთ 10 დღე. მიიღებთ მწვანე სითხეს, რომელიც უნდა გადაწუროთ და ხველის შეტევის დროს ერთი სადილის კოვზი დალიოთ. გაგრძელება