როგორ ვიპოვოთ იდეალური თმის ფერი? გენიალური გიდი! - Marao

როგორ ვიპოვოთ იდეალური თმის ფერი? გენიალური გიდი!

2017-02-15 14:14:13+04:00

დიანა იონატო ნიუიორკელი სტილისტი და კოლორისტია. ის მთავარ ნიუანსებს გვიყვება, რომლებიც დაგეხმარება საჭირო თმის ფერის არჩევაში.

1. ჟღალი და წითელი

"დავიწყოთ ყველაზე რთულით. წითური თმა ეფექტურია მაშინ, თუ მას 3 ტონში შეიღებავთ: ყველაზე მუქი ძირებში, შედარებით ღია ფერი სიგრძეზე და უფრო ღია თმის ძირებში. თუ ღია ფერის კანი გაქვთ, დაივიწყეთ წითელი და ლილისფერი (ღია იასამნისფერი). მხოლოდ თაფლის და ოქროსფრის ტონები! შავგვრემნებს კი პირიქით, რეკომენდაციას ვუწევ მაკაგონის, ქლიავისა და ღვინის ტონებს".

2. "ბლონდი"

"პლატინის ბლონდი, რომელიც დიდხანს იყო მოდაში, სინამდვილეში ერთეულებს უხდებათ. პლატინისფერი თმა რომ კარგად გამოიყურებოდეს, უნაკლო და იდეალური კანი უნდა გქონდეთ.

გამოკვეთილი წარბები და წამწამები, მსხვილი თვალები. აჯობებს, აირჩიოთ თბილი ბლონდი.

ღია ფერის თვალებისთვის იდეალურია თაფლისფერი და ხორბლისფერი ტონები.

რაც უფრო მუქია კანი და თვალის ფერი, მით მეტი ნარინჯისფერი პიგმენტი უნდა იყოს თმაში."

3. ომბრე

"როცა არ იცი, რა ფრად შეიღებო თმა - აირჩიე ომბრე, ეს ჩემი კრედოა. ის იძლევა მოცულობით ეფექტს. შეღებვა უნდა დაიწყოთ თმის ძირებიდან მინიმუმ 5-7 სმ-ის დაშორებით. პირველი ომბრე არ უნდა იყოს ძალიან კონტრასტული."

4. "შატენი"

"მუქთმიან გოგოებს ყველაზე მეტად გაუმართლათ. მათ ყველაზე ჯანმრთელი თმა აქვთ. არც ექსპერიმენტებია საშიში, რადგან პირვანდელი ფერის დაბრუნება ძალიან ადვილია. მე მიყვარს ყავის და შოკოლადის ტონები. ის ყველას უხდება."