ნაცადი დიეტა - მინუს 8 კგ 2 კვირაში! - Marao

ნაცადი დიეტა - მინუს 8 კგ 2 კვირაში!

2017-02-16 15:07:01+04:00

ეს დიეტა შედარებით მკაცრია, თუმცა ნამდვილად მუშაობს. გირჩევთ, დიეტის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროთ თქვენს პირად ექიმთან.

ორშაბათი

წიწიბურას ფაფა: წყალზე მოხარშული 2 ჭიქა წიწიბურა (უმარილო და უშაქრო!). დაყავით 5 მიღებად და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ნახევარი გრეიპფრუტი ან ფორთოხალი. დალიეთ ჩაი, ყავა - უშაქროდ. სითხე - 2 ლიტრი დღეში.

სამშაბათი

გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ.

ოთხშაბათი

1 კგ უცხიმო თეთრი თევზი მოხარშეთ მწვანილებთან ერთად, უმარილოდ. დაყავით 5 მიღებად. ჩაი, ყავა - უშაქრო. სითხე - 2 ლიტრი დღეში.

ხუთშაბათი

ბოსტნეულის დღე - მიირთვით ყველა ბოსტნეული მოხარშულად ან გამომცხვარი, გარდა კარტოფილისა. უმარილოდ, შეგიძლიათ დაამატოთ მწვანილი და ხმელი სანელებლები. ჩაი, ყავა - უშაქრო. სითხე - 2 ლიტრი დღეში.

პარასკევი

უცხიმო რძის პროდუქტები თქვენი გემოვნებით. ჩაი, ყავა - უშაქრო. სითხე - 2 ლიტრი დღეში.

შაბათი

ხილის დღე. ყველანაირი ხილი ბანანისა და ყურძნის გარდა. დაყავით 5 მიღებად. ჩაი, ყავა - უშაქრო, სითხე - 2 ლიტრი დღეში.

კვირა

მოხარშეთ ერთი მომცრო ქათამი. დაყავით 5 ულუფად და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ ასევე მიირთვათ 2-3 კიტრი. ჩაი, ყავა - უშაქრო. სითხე - 2 ლიტრი დღეში.

ასევე იხილეთ:

ძალიან ეფექტური 2-კვირიანი დიეტა -10 კგ

ძალიან ეფექტური 2-კვირიანი დიეტა -10 კგ