სამსახურის საქმეებისა და საოჯახო ვალდებულებების გამო თმის შეღებვა ვერ მოასწარით და თმის ძირებიდან ჭაღარა მოჩანს?
ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ვიცით 5 წესი, რაც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
1. გადაიწიეთ თმა სხვა მხარეს
გახსოვდეთ, ჭაღარა ჩვეულ გადაწეულ მხარეს უფრო სწრაფად ჩნდება. გადაიწიეთ თმა მეორე მხარეს და ნახავთ, რომ ჭაღარა თითქმის არ გაქვთ.
2. დაიხვიეთ თმა
პრობლემურ ნაწილებზე გადაისვით თმასთან მიახლოებული თვალის მქრქალი ჩრდილი. გამოიყენეთ ფუნჯი.
3. დაიწანით თმა
მაღალი ვარცხნილობა რთულ ნაწნავთან ერთად დამალავს ჭაღარას და იერს უფრო საინტერესოს გახდის.
4. გამოიყენეთ აქსესუარები
ლენტი, ბაფთა, სარჭი. ორიგინალურად გამოიყურება დახვეული თავშალი ან ბერეტი.
5. გამოიყენეთ სპეციალური სპრეი
არსებობს სპრეი, რომელიც თმის ძირებს მათ დაუზიანებლად შეგიღებავთ. სპრეი უნდა შეისხუროთ 20 სმ-ის დაშორებით. თავის კანი სუფთა დარჩება, თმის ძირები - შეღებილი.