როგორ გავატაროთ შაბათი და კვირა ბავშვებთან ერთად? - Marao

როგორ გავატაროთ შაბათი და კვირა ბავშვებთან ერთად?

2017-02-23 12:41:52+04:00

სამსახური, ბავშვები, სკოლა, სახლის საქმეები. ზოგჯერ ისე იღლებით, რომ შაბათ-კვირას საწოლში კოტრიალის მეტი აღარაფერი გინდათ, მაგრამ თუ სახლში პატარები გყავთ, ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
მშობლებს გარკვეული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აკისრიათ. თქვენი შვილები ხომ სულმოუთქმელად ელიან დასვენების დღეებს იმ იმედით, რომ გასართობად სადმე წაიყვანთ?

თანამედროვე ბავშვების გაკვირვება კი ძალიან ძნელია. ისინი წინა თაობებზე გაცილებით სწრაფად ვითარდებიან. ამიტომ მათი გართობის „მადა“ შესაბამისად იზრდება და იზრდება... მათ უკვე გასართობი ცენტრებიც ძალიან მალე ბეზრდებათ.

არის კი ისეთი ადგილები თბილისში, რომ ბავშვები მაქსიმალურად კარგად გაერთონ და შინ კმაყოფილები დაბრუნდნენ? - დიახ, ასეთი ადგილები არის და უფრო მეტიც, იქ მშობლები - შვილებზე არანაკლებ კარგად გაერთობიან.  Wink

მოდით, მიმოვიხილოთ რამდენიმე მათგანი!

1. ექსპერიმენტორიუმი | სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი

ვინ თქვა, რომ მუზეუმი და მეცნიერება მოსაწყენია? "ექსპერიმენტორიუმი" მეცნიერებასა და მუზეუმზე თავიდან ბოლომდე ცვლის წარმოდგენას, რამდენადაც იქ ექსპონატებთან შეხება და მათი გამოცდაა შესაძლებელი. "ექსპერიმენტორიუმში" ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის და ანატომიის დაახლოებით 80-მდე ექსპონატია წარმოდგენილი.

ბავშვები იქ თავს ნამდვილ მეცნიერებად იგრძნობენ და ვინ იცის, შესაძლოა, ახალი კანონიც კი აღმოაჩინონ! იქ ბავშვები შეძლებენ გაზომონ ყვირილის ძალა, დასხდნენ ლურსმნებიან სკამზე, ასწიონ მეგობარი ჰაერში, დაიჭირონ ელვა, დახატონ ქვიშაზე და დასაკრავი ინსტრუმენტების საშუალებით თავი როკ-ვარსკვლავად იგრძნონ.

წაიყვანეთ ბავშვები ქალაქის ყველაზე უჩვეულო მუზეუმში. კარგი იქნება, თუ თადარიგს დაიჭერთ და ბილეთებს წინასწარ შეიძენთ, თორემ, შესაძლოა, რიგში დგომა დიდხანს მოგიწიოთ.

ბილეთების შესაძენად კი მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ. გადადით ბმულზე და გაიარეთ ძალიან მარტივი პროცედურა tkt.ge/experimentorium

2. ფაუნალენდი

"ფაუნალენდი" - კონტაქტური ზოოპარკია. თუ თქვენს შვილს ძალიან უყვარს ცხოველები და ფრინველები, აუცილებლად წაიყვანეთ იქ. თბილისის შუაგულში ნამდვილი ოაზისია. ფერმა და ტროპიკები ქალაქიდან გაუსვლელად. აქ თქვენ შეგეძლებათ არა მარტო გაეცნოთ ცხოველების სამყაროს, არამედ შეეხოთ კიდეც. „ფაუნალენდი“ - ეს არის კონტაქტური ზოოპარკი, სადაც შეგიძლიათ მოეფეროთ და აჭამოთ ცხოველებს. ცხოველები მოთავსდნენ ორ დარბაზში, ფერმასა და ჯუნგლებში. ფერმაში თქვენ შეხვდებით: სირაქლემებს, კურდღლებს, წიწილებს, თხებს და ა.შ. ჯუნგლებში კი გაეცნობით იაგუანას, მორიელს, გველს, კუს და სხვა.

ჯუნგლების ატმოსფეროს აირჩევთ? მაშინ ბილეთები შეიძინეთ აქ: tkt.ge/faunaland

3. კინო/ მოანას თავგადასავალი

ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ბავშვს უხარია წასვლა. იქ ის ახალ მულტფილმს ნახავს და გემრიელი პოპკორნით ჩაიტკბარუნებს პირს.

მოანა - „დისნეის“ ახალი პრინცესაა. სათავგადასავლო კომედიური ჟანრის ანიმაცია დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ!

ბილეთების დასაჯავშნად გადადით ბმულზე: tkt.ge/moana

4. ქვესტი / ბინა 33

თუ მოზარდი შვილები გყავთ, ამაზე საუკეთესო ადგილს გასართობად ვერ ნახავთ.

რეალური ოთახიდან დაღწევა - ეს არის ინტელექტუალური ჯგუფური თამაში ნამდვილ სივრცეში, რომელშიც მოთამაშეებს კეტავენ გარკვეული დროით, საიდანაც მათ თავი უნდა დააღწიონ აზროვნების და გამჭრიახობის გამოყენებით. კომპანია IQB ქმნის ინტელექტუალურ გასართობს უფროსებისთვის და პატარებისთვის. „ ბინა 33“-ის მთავარი გმირი - კვლევითი ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდში ჩაკეტილი მეცნიერია. შეიგრძენით მისი გაქრობის გამოძიების სრული ატმოსფერო. რეალური „ოთახიდან დაღწევა“ - ეს არის საშუალება, გაიმრავალფეროვნოთ ყოველდღიურობა და მშვენივრად გაატაროთ დრო!

ბილეთები შეიძინეთ აქ: tkt.ge/33

5. ზოოპარკი

ზოოპარკი ის ადგილია, რომელიც პატარებს არასოდეს ბეზრდებათ. სანამ ყველა ვოლიერს დაათვალიერებთ, საკმაო დროც გავა... კარგი იქნება, თუ გართობას - შემეცნებასაც შეუთავსებთ და ცხოველებსა და ფრინველებზე საინტერესო ფაქტებსაც მოუყვებით თქვენს შვილს.

თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ, შეიძლება უბრალოდ ბუნებაში გაისეირნოთ. მაგალითად, ლისის ტბაზე ან მთაწმინდის პარკში. მთავარია, არ დაგეზაროთ და არასოდეს დაკარგოთ გართობის სურვილი.

ხომ იცით, ყველა ზრდასრულ ადამიანშიც ცხოვრობს ბავშვი... Smile