15 წლის ქართველი მომღერალი უკრაინულ X Factor-ში პირდაპირ ბოლო ტურში გადაუშვეს - Marao

15 წლის ქართველი მომღერალი უკრაინულ X Factor-ში პირდაპირ ბოლო ტურში გადაუშვეს

2017-02-24 14:25:02+04:00
უკრაინული X Factor-ის შესარჩევ ტურებზე 15 წლის ქართველი მომღერალი ნინი ნუცუბიძე გამოჩნდა, რომელმაც მაიკლ ჯექსონის ჰიტი Who’s Loving You შეასრულა.
ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ჯგუფ Бумбокс-ის სოლისტს, ანდრეი ხლივნუკს იმდენად მოეწონა მომღერლის გამოსვლა, რომ ყვითელ ღილაკს დააჭირა ხელი, რის შედეგადაც ნინი პირდაპირ ბოლო ტურში მოხვდა და მას სხვა ტურების გავლა აღარ მოუწევს. იხილეთ ვიდეო