შავი კვლიავის ზეთი - ძალიან სასარგებლო პროდუქტია. უნიკალური შემადგენლობის წყალობით, მას უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია: ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, ქოლესტერინის დონეს, აჩქარებს ლიპიდურ ცვლას, გააჩნია შარდმდენი თვისებები, აცილებს დისბაქტერიოზს და დიარეას.
ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ იმუნური სისტემის გამყარებას, არამედ წონაში კლებასაც უწყობს ხელს.
შავი კვლიავი წონაში დასაკლებად

ინგრედიენტები:
• 120 გრ ფორთოხლის წვენი
• 1 ჩ.კ. შავი კვლიავის ზეთი
• 1 ჩ.კ. თაფლი
გამოყენება:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტები და მიიღეთ ეს საშუალება უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე და ძილის წინ. კურსის ხანგრძლივობა გახლავთ 1 თვე, შემდეგ შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ.
ეფექტის გასაუმჯობესებლად და ცელულიტის მოსაცილებლად რეკომენდებულია შეხვევის პროცედურებიც ამ ზეთის გამოყენებით. ეს პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას და ეწინააღმდეგება "ფორთოხლის ქერქის" წარმოშობას.