23 თებერვლიდან "საზიზღარი მე"-სა და "მინიონების" შემქმნელები ახალ ანიმაციურ ფილმს - "ზოოსტარს" წარმოგვიდგენენ.
3D ანიმაციური მუსიკალური კომედიის ნახვა მაყურებელს უკვე საქართველოს კინოთეატრებში შეეძლება. Illumination Entertainment-ის მიერ წარმოებულ ანიმაციურ კომედიას ისეთი ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ, როგორებიც არიან მეთიუ მაკკონაჰი, რიზ ვაიზერსპუნი, სკარლეტ იოჰანსონი, ნიკ კროლი და სხვა.
ფილმში მოქმედება ცხოველთა ჯგუფის გარშემო ვითარდება, რომლებიც სიმღერის კონკურსში გადაწყვეტენ მონაწილეობის მიღებას. კონკურსი კი საკუთარი თეატრის გადარჩენის მიზნით კოალას მიერაა ორგანიზებული. ფილმის რეჟისორები კრისტოფ ლოურდელეტი და გარტ ჯენინგსია.
ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსის შეფასებას ქართველი მაყურებელი კინოთეატრებში რამდენიმე დღეში შეძლებს.